მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებას განცხადებით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონებო!
ქართულ ფეხბურთში განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების განცხადებამ გადამაწყვეტინა მომემართა თქვენთვის!

ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქართველი გულშემატკივრის ისტორიულ (ტრადიციულ) ამბიციას!

ამ მიზეზებს ემატება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ფეხბურთის სპეციალისტების დაქსაქსულობა, რომელთაც გარკვეულწილად ძალუძთ იტვირთონ ლიდერის როლი და ქართული ფეხბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანონ საკუთარი შესაძლებლობების და ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში.

საკუთარ თავთან
მართალი რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი იყო რომელიმე ორგანოს დემოკრატიული არჩევა. გამონაკლისი არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის საქმიანობას მე და იმედია, თქვენც დადებითად აფასებთ, შექმნილი სისტემის მძევალია. ის არ არის პასუხისმგებელი უალტერნატივო არჩევნებზე.

მსჯელობა ამ თემაზე დღეს არ დამიწყია, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ჩემს ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც მქონდა საუბარი ამ მტკივნეულ საკითხზე.

დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება განთავისუფლდა შიშისგან, ძალადობისგან - პრინციპულობა და სამართლიანობა ცხოვრების წესად უნდა იქცეს თითოეული ჩვენთაგანისათვის.

ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ! ერთიანი ძალისხმევით გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელშიც ქართული ფეხბურთი იმყოფება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელია ნდობის საკითხის დაყენება! ამით ამჟამინდელ მენეჯმენტს ლეგიტიმაციის და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობის პრეტენდენტებს ამბიციის გაცხადებისა და საკუთარ პრეტენზიებზე ამომწურავი პასუხის მიღების საშუალება მიეცემათ.

ასეთი წინაპირობით ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილებები უაპელაციოდ (შეუქცევადად) უნდა მიიღოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტმა!

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფიფა/უეფა-ს რეაქცია, საკითხის აღნიშნული ფორმით გადაწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ დადებითი იქნება.

ამასთან, ახალი არჩევნები, მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უკანასკნელი ორი არჩევნებისგან განსხვავებით, ალტერნატიულ, კონკურენტულ გარემოსა და საფეხბურთო სამყაროსთვის აღიარებული "ფეირ პლეის"(სამართლიანი თამაში) კანონების დაცვით უნდა გაიმართოს.

ასეთი არჩევნების გარანტად, წესდების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი და პრეზიდენტი არიან. ამგვარი არჩევნები უკანასკნელად 2002 წელს ჩატარდა.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მე აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში.

დღესდღეობით ჩემი სახელი გარკვეულწილად ორი უცხოური კლუბის წარმატებებთან არის ასოცირებული. მინდა დავარწმუნო ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოება, რომ დაუფიქრებლად გავცვლიდი ამ კლუბების დღევანდელ მიღწევებს ქართული ფეხბურთის სამომავლო წარმატებებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში მუშაობის გამოცდილება, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ახლო წარსულის, ჩემთვის ცნობილი, არარეალიზებული წინადადებები (სფფ-ს მოქმედი მენეჯმენტი აქ არაფერ შუაშია) და მისი დღევანდელი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი მაიმედებს, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქართულ ფეხბურთს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო საფეხბურთო ოჯახში!

პატივისცემით,
მერაბ ჟორდანია.
10.06.2013."

ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"

მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები
მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი რა მერაბა... იყავი მანდ მიხედე მაგ საგმეს რასაც აკეტებ....ერთ მდინარესი ორჯერ ვერ შედიან
ლევანი
15:08 12-06-2013
0
ერთ-ერთი(თუნდაც გურია..)ქართული კლუბი დააფინანსოს ჯორდანიამ,გახსნას საბავშვო აკადემია,ან ვიტესის სკოლა...თუ ანაღვლებთ ქართული ფეხბურთის მომავალი იმუშაონ კლუბებში და ვინც უკეთ იმუშავებს ფავორიტიც ის იქნება მომავალ ფედერაციის არჩევნებზე,ხალხი დაინახავს გაკეთებულს,შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას,არჩევანს(თუ ექნება საშუალება ხალხს)
სიჭინავაც რომ დანიშნეს,მიიღეს ალბათ მხედველობაში ,რომ სიჭინავას არცთუდიდი შესაძლებლობებით ბაზა მაინც გააკეთა ზუგდიდში,იშვიათი ქართველი რომელმაც მხოლოდ ჩადო ფული.
akhali
17:26 10-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული