ქუთაისის "ტორპედოს" ავსტრიაში წამსვლელთა სია და სპარინგ-პარტნიორები ცნობილია

AutoSharing Option
18 ივნისს, გამთენიისას, ქუთაისის "ტორპედო" ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც კურორტ ობერტრაუნში მდებარე სასტუმრო Bundessportcentrum-ში დაბინავდება და 12-დღიანი მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.

ჟერარდ სარაგოსა მულეტის გადაწყვეტილებით, ავსტრიაში 25 ფეხბურთელი გაემგზავრება, რომელთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, ბაჩო მიქავა
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, დავით მთივლიშვილი, გიორგი გაბაძე, ზაზა ჭელიძე, ნიკა სანდოხაძე, ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა, რევაზ ჩიტეიშვილი
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნიკა ფირცხალავა, გიორგი კუხიანიძე, ალეკო მზევაშვილი, ნიკა ახვლედიანი, გიორგი გოროზია, თეიმურაზ მარკოზაშვილი.
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, გიორგი ფანცულაია,
ბექა ტუღუში, თორნიკე კაპანაძე, დავით ჯიქია

ასევე, ცნობილია ის სამი უცხოური გუნდი, რომელიც ტორპედოელებს სპარინგ-პარტნიორობას გაუწევს.

21 ივნისს ქუთაისური გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში აღზევებულ საფეხბურთო კლუბ "გრიოდიგს" დაუპირისპირდება.

24 ივნისს სლოვაკეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზე გასულ "კოშიცესთან" მოსინჯავს ძალებს.

27 ივნისს კი კიდევ ერთ სლოვაკურ გუნდს, ამჯერად მეორე ლიგის მეორეადგილოსან "პოდბრეზოვას" შეხვდება ამხანაგურად.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა რაც ტორპედოში მოხდა ზუსტად ის ქართული ფეხბურტის კორუფციაააა ოგონდ შეფუთული ახალი სახეებით რატ უნდა ამას დავა და კამათი ერთმანეთთან
zizu
12:27 18-06-2013
0
ირაკლი იცი რას გეტყვი, ზუსტად ასეტი აჯიოტაჯი იყო თავის დროზე გიორგი ჩანტურიაზე და კიდევ სხვა მისი ტაობის უამრავ ახალგაზრდაზე და სად არიან დგეს სად დაიკარგნენ მინდა გკითხო იქნებ იცი რამე? დგეს ქეცბაია რომ დაედზებს ფეხბურთელებს და მართლა არ გვყავს ნამდვილი ფეხბურთელები სადგა არიან ისინი ვისზეც ასეთი პიარი და აჯიოტაჯი იყო სულ რამოდენიმე წლის უკან???
guga
08:58 18-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული