დინამოელებისთვის მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. შეხვედრის 8-ე წუთზე "შირაქმა" ანგარიში გახსნა - 1:0.
გათანბრების რეალური შანსი ჰქონდა ჯაბა დვალს - ლაშა შინდაგორიძემ ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა კარის მხარეს, თუმცა დვალის დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა "შირაქის" კარს.
პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.
მე-60 წუთზე "შირაქის" ფეხბურთელმა ოგუტუმ ვერ გამოიყენა ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი - ახლო ძელთან ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოარტყა.
შეხვედრის 64-ე წუთზე
68-ე წუთზე "დინამოს" დაწინაურება შეეძლო ჩისკოს, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს აცდა.
მე-80 წუთზე გოლის გატანის შანსი ირაკლი ლექვთაძესაც ჰქონდა, რომელიც პირისპირ გავიდა მეკარესთან, თუმცა მისი დარტყმული ზუსტი არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
დინამო-შირაქი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ისმაელ ფოფანა (8), 1:1 პაპავა (64)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
შეგახსენებთ, რომ "დინამო" 19 ივნისს მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც უკვე 20 ივნისს კიევის "დინამოსთან" სპარინგ მატჩს გამართვას.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია