თბილისის "დინამოსა" და "შირაქს" შორის მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
17 ივნისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

დინამოელებისთვის მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. შეხვედრის 8-ე წუთზე "შირაქმა" ანგარიში გახსნა - 1:0.

გათანბრების რეალური შანსი ჰქონდა ჯაბა დვალს - ლაშა შინდაგორიძემ ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა კარის მხარეს, თუმცა დვალის დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა "შირაქის" კარს.

პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

მე-60 წუთზე "შირაქის" ფეხბურთელმა ოგუტუმ ვერ გამოიყენა ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი - ახლო ძელთან ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოარტყა.

შეხვედრის 64-ე წუთზე
შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპავამ აუღებელი დაურტყმა "შირაქის" მეკარეს და ანგარიში გაათანბრა - 1:1.

68-ე წუთზე "დინამოს" დაწინაურება შეეძლო ჩისკოს, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს აცდა.

მე-80 წუთზე გოლის გატანის შანსი ირაკლი ლექვთაძესაც ჰქონდა, რომელიც პირისპირ გავიდა მეკარესთან, თუმცა  მისი დარტყმული ზუსტი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დინამო-შირაქი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ისმაელ ფოფანა (8), 1:1 პაპავა (64)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

შეგახსენებთ, რომ "დინამო" 19 ივნისს მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც უკვე 20 ივნისს კიევის "დინამოსთან" სპარინგ მატჩს გამართვას.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიღიმებით და გავდივართ :)
PARFIUMER
10:17 18-06-2013
0
მართალია მეტს ველოდით, მაგრამ ხომ უნდა შევეჩვიოდ როდესღაც, რომ ესეც კარგია, ყოჩაღ ბიჭებო!!!!
gizog
22:12 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული