ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "დინამო", რომელსაც მეტოქედ წილისყრამ ანდორის "ლუსატანსა" და ფარერების "სტრეიმურის" წყვილში გამარჯვებული არგუნა.
წილისყრის შედეგებზე კომენტარი დინამოელთა ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ გააკეთა:
"სავარაუდო მეტოქეები ისე განაწილდნენ, რომ სამი ძლიერი და სამი სუსტი გუნდი იყო. გაგვიმართლა, შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვდა და ვალდებულნი ვართ, ეს ეტაპი გადავლახოთ.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, ოფიციალურ შეხვედრებს
ანდორის გუნდთან თამაშს ვისურვებდი, ფარერების კუნძულებზე მგზავრობა ძალიან მომქანცველია".
www.fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: 100 პროცენტით მობილიზაცია გვმართებს
ჩემპიონთა ლიგაში თბილისის "დინამოს" პირველი მეტოქე გაირკვა
საქართველო და ევროტურნირები - ქართული სამეულის სტატისტიკა