მართალია, იქ "ჟილინამ" ექვსივე მატჩი წააგო, მაგრამ არცთუ მდიდარ კლუბს ამისთვის არავინ დაძრახავდა.
სხვათა შორის, 2009-10 წლების სეზონის პირველი ნახევარი "ჟილინაში" გაატარა ქართველმა მცველმა გიორგი ციმაკურიძემ.
"ჟილინა" სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და გარკვეული წარმატებებისთვის ევროსარბიელზეც მიუღწევია.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის გარდა, აღსანიშნავია უეფას თასის ჯგუფში თამაში და შორეულ 1962 წელს, უეფას თასის მეოთხედფინალამდე მიღწევა.
თუმცა გასულ სეზონში ქუთაისის "ტორპედოს" მომავალი მეტოქე მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა
გასულ სეზონში "ჟილინას" საუკეთესო ბომბარდირი 11 გოლით რობერტ პიხი გახდა. როგორც გუნდის შემადგენლობიდან ხედავთ, "ჟილინას" ბირთვს ადგილობრივი ფეხბურთელები შეადგენენ, ლეგიონერები კი მხოლოდ აფრიკიდან არიან.
"ჟილინას" მცირე ზომის, მაგრამ ლამაზი და თანამედროვე სტადიონი აქვს და არც ერთგული ქომაგების სიმცირეს უჩივის. გასაკვირი არ არის, რომ 105-წლიანი ისტორიის მქონე კლუბს პუბლიკა არ აკლია.
ჟილინა
დაარსდა: 1908 წელს
ფერები: ყვითელი და მწვანე
სტადიონი: "ჟილინა" (11 200)
პრეზიდენტი: იოჟეფ ანტოშიკი
მთავარი მწვრთნელი: ადრიან გულა
ტიტულები: სლოვაკეთის 6-გზის ჩემპიონი (2002-04, 2007, 2010, 2012);
სლოვაკეთის თასის ერთგზის მფლობელი (2012)
სლოვაკეთის სუპერთასის 4-გზის მფლობელი
ჩეხოსლოვაკიის თასის 2-გზის მფლობელი (1961, 1993)
ევროწარმატებები: უეფას თასის მეოთხედფინალისტი (1962), მიტროპას თასის ორგზის ფინალისტი (1974, 1983), ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე (2010/11), უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მონაწილე (2008/09)
შემადგენლობა
მეკარეები: 22. მარტინ კრნაჩი, 30. მარტინ დუბრავკა, 44. დომინიკ ჰოლეცი, 89. პატრიკ ლე გიანგი;
მცველები: 5. სერჟ აკაკპო (ტოგო), 7. ვლადიმირ ლაიტნერი, 15. იოჟეფ პიაჩეკი (კაპიტანი), 19. დენის ვავრო, 27. ანდრეი კადლეცი, 45. ერნესტ მაბოუკა (კამერუნი), 77. რიკარდო ნუნიესი (სამხრეთი აფრიკა);
ნახევარმცველები: 4. პეტერ ლუპჩო, 6. მიროსლავ კაჩერი, 12. ვიქტორ პეჩოვსკი, 14. ბაბატუნდე ბელო (ბენინი), 20. მიხალ სკვარკა, 25. მიხალ მრავეცი, 29. იაკუბ პაური;
თავდამსხმელები: 11. დავიდ გუბა, 16. ლუკაშ ჩმელიკი, 17. რობერტ პიხი, 21. ტომაშ მაიტანი, 23. იაროსლავ მიჰალიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროსეზონი გაიხსნა - იღბლიანი თბილისის "დინამო", დანარჩენები?