წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან

AutoSharing Option
"ვადუცი" ლიხტენშტაინის კლუბია, მაგრამ ამ ჯუჯა სახელმწიფოში ჩემპიონატი არ ტარდება.

ამიტომაც "ჩიხურას" მომავალი მეტოქე შვეიცარიის ჩემპიონატში დაუშვეს. ამჟამად "ვადუცი" შვეიცარიის რანგით მეორე დივიზიონში - ჩელენჯლიგაში გამოდის.

შვეიცარიის სუპერლიგაში ერთხელ ითამაშა და მე-10 ადგილზე გასული ისევ ჩელენჯლიგას დაუბრუნდა.

2012-13 წლების სეზონში "ვადუცმა" 10-გუნდიან ჩელენჯლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა და გავარდნას გადაურჩა.

ევროთასებზე დებიუტი 1992/93 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ოდესის "ჩერნომორეცთან" საერთო ანგარიშით 1:12 დამარცხდა (0:5 - სახლში, 1:7 ოდესაში).

ვადუცი
დაარსდა: 1932 წელს.
სტადიონი: "რეინპარკზე" (7 838)
პრეზიდენტი:
ალბინო იოხანი
მწვრთნელი: ჯორჯო კონტინი
კაპიტანი: ფრანც ბუგმაერი

ტიტულები
ლიხტენშტაინის ჩემპიონატი - 1936
ლიხტენშტაინის თასის მფლობელი (41): 1949, 1952-54, 1956-62, 1966-71, 1974, 1980, 1985-86, 1988, 1990, 1992, 1995-96, 1998-2011, 2013

ჩელენჯლიგა
I ადგილი: 2003, 2008
II ადგილი: 2004, 2005
პირველი ლიგა
I ადგილი: 2000, 2001
II ადგილი: 1984, 1999
III ადგილი: 1963, 1968, 1972, 1981

ევროსარბიელი
სარეკორდო მარცხი: 1:9 (თასების თასი, 1995-96, "ჰრადეცი")
სარეკორდო მოგება: 4:0 (უეფას თასი, 2006-07 "უიპეშტი")

* * *

ლიხტენშტაინელებმა ევროთასებზე პირველი წრის ბარიერი ხუთჯერ გადალახეს და უფრო შორს ვეღარ წავიდნენ:

1996-97, თასების თასი: "უნივერსიტეტი" (ლატვია) 1:1, 1:1 (5:3 პ.ს.)
2004-05, უეფას თასი: "ლონგფორდი" (ირლანდია) 1:0, 3:2
2005-06, უეფას თასი: "დაჩია" (მოლდოვა) 2:0, 0:1
2006-07, უეფას თასი: "უიპეშტი" (უნგრეთი) 4:0, 0:1
2009-10 ევროპის ლიგა: "ფალკირკი" (შოტლანდია) 0:1, 2:0 (დ. დ.)

ვადუცის შემადგენლობა:
მეკარეები: ჟივკო კოსტადინოვი (შვეიცარია, 1992), ოლივერ კლაუსი (შვეიცარია, 1990);
მცველები: პასკალ ბადერი (შვეიცარია, 1982), დანიელ კაუფმანი (1990), ჰაიონც ბარმეტლერი (დომინიკის რესპუბლიკა, 1987), ივ ერი (1987), დავიდ ხარერი (ავსტრია, 1990), ალექსანდრ ზავკოვიჩი (შვეიცარია, 1993), ნიკოლა ჯეტაზი (შვეიცარია, 1991), ვლადიმერ მილოშევიჩი (შვეიცარია, 1990), დუშან ცვეტანოვიჩი (შვეიცარია, 1988);
ნახევარმცველები: ანდრეა მაკკოპი (იტალია, 1987), მარიო ზარა (ავსტრია, 1982), მარიო ანხელ ასელი (ესპანეთი, 1986), დიეგო ჩეკონე (შვეიცარია, 1987), ფრანც ბუგმაერი (1982), ნიკოლას ჰასლერი (1991), რამონ ჩეკინი (შვეიცარია, 1988), ამინ ტიგაზუი (საფრანგეთი, 1989);
თავდამსხმელები: მარიანო ტრიპოდი (იტალია, 1987), ფილიპე ერნე (1986), ნიკო აბეგლენი (შვეიცარია, 1990), გილერმე გარსია აფონსუ (შვეიცარია, 1985), დავიდ ჰასლერი (1990), მატიას ბარონი (გერმანია, 1988).

ვადუცი VS საქართველო
ევროსარბიელზე "ვადუცი" ქართულ გუნდს ერთხელ შეხვდა: 2007-08 წლების უეფას თასის გათამაშების I საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოსთან" თბილისში წაგების (0:2) შემდეგ "რეინპარკზე" მხოლოდ 0:0-ს დასჯერდა.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში თბილისელებს საკმაოდ გაუჭირდათ. მაშინ გუნდს დუშან უჰრინი-უფროსი ავარჯიშებდა.

დინამო-ვადუცი 2:0
გოლები: მერებაშვილი (66. პ.), აკირემი (72)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროსეზონი გაიხსნა - იღბლიანი თბილისის "დინამო", დანარჩენები?
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჯუჯები შვეიცარიიდან, ხო არ ჩამოკარით?! ჯუჯა სახელმწიფოა მარა პიროვნული შეურაცხყოფა რა საჭიროა? სათაურებში თქვენ ძაან...
ლაშა
14:09 25-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული