გიორგი კახელიშვილი გორის "დილას" დაშორდა

AutoSharing Option
გორის "დილა" თურქეთში გიორგი კახელიშვილის გარეშე გაემგზავრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახელიშვილის და ამ გუნდის გზები გაიყარა.

არადა, 26 წლის ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო "დილაში", სადაც "დინამო თბილისიდან" გადავიდა. "დილაში" მან ორი სეზონი ითამაშა, გუნდის აღორძინებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

კახელიშვილი გარემარბია, ორივე ფლანგიდან შეუძლია დაცვის დაწიოკება. თბილისის "ლოკომოტივი", რუსთავის "ოლიმპი" და "ვიტ ჯორჯია" - სადაც კი მივიდა, ყველგან გამოადგა გუნდს.

"ვიტ ჯორჯიამ" 2009 წელს სუპერთასი რომ მოიგო "დინამო თბილისთან" შეხვედრაში, იქაც მისი ფლანგური რეიდით გაიტანა გადამწყვეტი გოლი "ვიტ
ჯორჯიამ".

ერთი სიტყვით, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ჯერჯერობით უგუნდოდაა. როგორც კახელიშვილმა გვითხრა, "დილასთან" განშორება მისი გადაწყვეტილება იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული