თბილისის "დინამოში" ადასტურებენ - "ვითიბისთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
რუსულ "ვითიბი" ბანკსა და თბილისის "დინამოს" შორის სპონსორობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლუბში განუცხადეს, მოლაპარაკებების შედეგები სექტემბრამდე დაზუსტდება.

"ამ დროისთვის კლუბსა და ბანკს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სექტემბრამდე დაზუსტდება მოლაპარაკებების შედეგებიც. ასევე, დაზუსტდება ისიც, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რა სახის სპონსორობას გაუწევს "ვითიბი" თბილისის "დინამოს", - განაცხადეს კლუბში.

რუსულმა გამოცემა "იზვესტია.რუმ" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი "ვითიბი" თბილისის "დინამოს" სპონსორი გახდება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლო სპონსორობის თაობაზე მოლაპარაკებების დეტალების შესახებ განცხადება "დინამოს" მხრიდან მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგური
მატჩის შემდეგ გაკეთდებოდა, რომელიც 7 ივლისს გაიმართა.

როგორც "ვითიბი" ბანკის მმართველი პრეზიდენტის თანაშემწემ და მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილი ტიტოვმა განაცხადა, მათ აქვთ წინადადებები რამდენიმე სპორტული კლუბის სპონსორობის თაობაზე.

"უახლოესი პროექტი კი, რომელზეც ვმუშაობთ, თბილისის "დინამოს" მხარდაჭერა იქნება. ჩვენს
კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და გარკვეული ისტორიული ტრადიციებიც არსებობს.

საქართველოში საფეხბურთო გუნდის სპონსორობა სულ სხვა თანხასთან არის დაკავშირებული, ვიდრე - რუსეთში. ფეხბურთი ისეთი სფეროა, სადაც სპონსორობა ბრენდის ცნობადობის გაზრდის კუთხით, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს",
- აცხადებს ტიტოვი.

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" რუსული მილიონების მოლოდინშია?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული