რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალური გვერდის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ფიფიას მიმართვა საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" წერილს, მასზე კლუბის საპასუხო განცხადებასა და კლუბის მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ღონისძიებებს ეხება.

* * *
მინდა მივმართო "დინამოს" ერთგულ გულშემატკივარს და ზოგადად, ფეხბურთის ყველა მოყვარულს.

ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებას მინდა დავამატო, რომ მე დიდ პატივს ვცემ "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს, ბევრ მათგანთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაუგებრობაში შეიყვანეს (შესაძლოა, რომ სხვა ხელმომწერების შემთხვევაშიც ასე
იყოს).

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ჩემი "დინამოში" მოსვლის დღიდან, ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ბევრ სხვადასხვა სახის ერთობლივ ღონისძიებას ვახორციელებთ.

დღემდე ძალიან თბილად მახსოვს ის საღამო, როცა ჩვენ ყველანი ერთად "დინამოს" ისტორიული გამარჯვების 30 წლისთავს აღვნიშნავდით, რომელიც დიდი ემოციებით იყო დატვირთული, ისევე, როგორც თუნდაც ორიოდე დღის წინ მათთან ერთად "დინამო მოსკოვის" ვეტერანების მასპინძლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კლუბის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა, რასაც სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ელფერი მიეცა - იმ დროს, როცა "დინამოს" სტუმრობდა კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეი შევჩენკო, რომლებმაც ჩვენი აკადემიის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა და თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საფეხბურთო აკადემიას მომავალი თაობების აღზრდაში, ამაზე ზედმეტია საუბარი.

ისევე, როგორც ის, რომ ამდაგვარი ტიპის აკადემია პირველად გაიხსნა საქართველოში.

ასევე ძალიან საინტერესო იყო "დინამო მოსკოვთან" გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად და ამ დონის მეტოქესთან გაჯიბრება ნამდვილად წაადგებათ ჩვენს ბიჭებს, როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები თავიდან ბოლომდე სპორტული დატვირთვით იყო გამსჭვალული და ის, რომ რუსეთთან კულტურული, სპორტული და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აღდგეს და განვითარდეს, მგონი, არავისთვის ნეგატიურ ასოცირებას არ იწვევს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს" ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას და მინდა შეგპირდეთ, რომ სულ მალე "დინამო" ბევრ სიხარულს მოუტანს თავის ქალაქს და ქვეყანას".

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
თბილისის "დინამოში" ადასტურებენ - "ვითიბისთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს
თბილისის "დინამო" რუსული მილიონების მოლოდინშია?!
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო რომან ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ვირთხებს მიაწექით ბოლომდე, ჩვენ,თბილისელები თქვენს გვერდზე ვართ
ნუგზარი
12:18 10-07-2013
0
tavi daanebet dinamos da mis mepatrones baton roman fifias es adamiani ketil saqmes aketebs. sanam fifia dinamos iyidda manamde sad iyavit? ratom ar zrunavdit dinamos sawvrtneli bazis da klubis ganvitarebaze? exla mogindat xo ayvavebuli bazis datrebaaaaaa?! ver egirsebit dinamos gulshematkivrebi ar mogcemt magis sashualebas.

zura1
13:07 10-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული