ცხინვალის "სპარტაკმა" ბოლნისში "სიონს" ამხანაგურ მატჩში აჯობა

AutoSharing Option
15 ივლისს ბოლნისში საკონტროლო მატჩი გაიმართა: "სიონმა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკი" ისტუმრა და 0:2 წააგო.

პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა: თორნიკე თუხარელმა ნიკა კვეკვესკირის პასით იხეირა, მერე კი თუხარელის ჩაწოდებას გიორგი თექთურმანიძემ შეაგება ფეხი და ბურთი "ცხრიანში" მოათავსა 34-ე წუთზე.

ამხანაგური მატჩი
სიონი-სპარტაკი 0:2
"სიონი" პირველ ტაიმში: მერლანი, ტვილდიანი, სვანიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, განუგრავა, იოსელიანი, პარუნაშვილი, ბიბილეიშვილი, ობინა.
"სიონი" მეორე ტაიმში: ბობღიაშვილი, ლ. ჩხეტიანი, სვანიძე, თოთაძე, ლემონჯავა, ჯოჯუა, ცხადაია, იოსელიანი, მიკუჩაძე, უგრეხელიძე, უგულავა.

ბოლნისელებს ერთ-ერთი ლიდერი აკლდათ - თავდამსხმელ ლადო
ახალაიას მხარი აქვს ნაღრძობი და ამის გამო ვერ ითამაშა.

"სპარტაკის" შემადგენლობა ასეთი იყო: ნადირაძე, თ. შონია (62. კიკნაძე), მგელაძე (60. ქურდაძე), ვ. კილასონია (71. ხუბეჟოვი), კ. ხიზანეიშვილი, თუხარელი (55. ცერცვაძე), კვეკვესკირი (60. კაკაშვილი), ბურძენაძე (53. ჭაფოძე), თექთურმანიძე (53. კემუხტაშვილი), ჩაფიძე (46. ნანიევი), მეტრეველი (76. მაქაცარია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუხო მაგარი იგროკია
bacho
16:30 16-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული