კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველების "სლოვანისა" და "ლეხის" მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სტამბოლში კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანის", ასევე, ნიკა კვეკესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხის" მეტოქეები გაირკვა.

"სლოვანის" მეტოქეები H ჯგუფში  "ბაზელი", "ჟალგირისი" და "პიუნიკი" იქნებიან.

რაც შეეხება "ლეხს", პოლონელები C ჯგუფში "ვილიარეალთან", "ჰაპოელ ბეერ შევასთან" და "აუსტრიასთან" ერთად მოხვდნენ.

სხვა ჯგუფები კი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: ბაშაკშეჰირი, ფიორენტინა, ჰარტსი, RFS
B ჯგუფი: ვესტ ჰემი, FCSB, ანდერლეხტი, სილკებორგი
C ჯგუფი: ვილიარეალი, ჰაპოელ ბეერ-შევა, აუსტრია, ლეხი
D ჯგუფი: პარტიზანი, კიოლნი, ნიცა,
სლოვაცკო
E ჯგუფი: ალკმაარი, აპოლონი, ვადუცი, დნიპრო 1
F ჯგუფი: გენტი, მიოლდე, შემროკ როვერსი, იურგორდენი
G ჯგუფი: სლავია, კლუჟი, სივასპორი, ბალკანი
H ჯგუფი: ბაზელი, სლოვანი, ჟალგირისი, პიუნიკი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიხტენშტეინის გუნდიც კი გავიდა
ირაკლი
16:26 27-08-2022
0
კოსოვო,სომხეთი,აზერბაიჯანი,მოლდოვა, კვიპროსი,ისრაელი,ლიტვა, ლატვი და ა.შ. და სად ვართ ჩვენ-ჩვენი რებლედინგით,ბათუმის დინამოს პროექტით,მაგარი გულშემატკივრებით,მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბათუმის სტადიონით,გაზაფხული-შემოდგომა უახლესი ფორმატით,ბიუჯეტიდან მილიონობით დაფინანსებული კერძო კლუბებით და რაც მთავარია მაღალი რანგის სახემწიფო მოხელე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით და პოლიტიკაში ჩართული სხვა ფეხბურთის მამებით-ხოდა ვართ იქ სადავ უნდა ვიყოთ-ერთ ადგილზე. წლევანდელ ფიასკოზე პასუხისგება კი არა კითხვაც არავის დაუსვამს თუ რატომ გადაიყარა წყალში ამ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტის თანხები ტყუილად, სამაგიეროდ ისრები გადაიტანეს კვარაცხელიას თამაშზე იტალიის ჩემპიონატის მე-2 დონის გუნდში თამაშით და ისტერიულად გვაზეიმებენ მისი გოლის გატანას რომელიმე მაჩანჩალა გუნდის კარში,კარგია კვარა რომ თამაშობს იტალიაში,მაგრამ ჩვენ რაა? მეც რომორც ფეხბურთის მოყვარულს მისდა ყოველ წელს თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში იყოს თუნდაც კომფერენც ლიგის თამაშები.
ჩასაფრებული
10:52 27-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული