თბილისის "დინამოს" აზერბაიჯანული "ყარაბახის" კოორდინატორი ესტუმრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (სადაც თბილისის "დინამომ" ფარერების ჩემპიონ "სტრეიმურს" 6:1 მოუგო) რამდენიმე სტუმარიც ესწრებოდა, მათ შორის, აზერბაიჯანის ერთ-ერთი წარმატებული კლუბის, "ყარაბახის" მთავარი კოორდინატორი ემინ აბასოვი.

ამ უკანასკნელის თბილისში სტუმრობის მიზანი საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" გამოცდილების გაზიარება იყო.

"დინამო"-"სტრეიმურის" მატჩამდე აზერბაიჯანელი სტუმარი ჯერ "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, შემდეგ კი დიღმის საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერა.

ემინ აბასოვი:
"რამდენიმე დღის წინათ შევიტყვე, რომ თბილისში ოფიციალურად გაიხსნა "დინამოს" საფეხბურთო აკადემია და ამ ღონისძიებას კრიშტიანო რონალდო და ანდრეი შევჩენკო ესწრებოდნენ.

ძალიან დაგვაინტერესა აქაურმა
საქმიანობამ. ჩამოვედი თბილისში, დავათვალიერე და მინდა აღვნიშნო, რომ ბაზაც შესანიშნავია და საერთოდაც, "დინამოში" დიდი საქმე კეთდება.

მიმაჩნია, რომ რამდენიმე წელიწადში "დინამო" ამ საქმიდან სერიოზულ შედეგს მიიღებს. აქ ბევრი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, სულ მალე მთავარ გუნდში წამყვან პოზიციებზეც ისინი იქნებიან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული