ღიბრაძე 2004-11 წლებში მუშაობდა "დინამო თბილისში" ამ თანამდებობაზე.
- ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდა გოგა ჯაოშვილი და მან მიმიყვანა "დინამო თბილისში". საქმის კურსში უნდა ვყოფილიყავი, თუ რა ხდებოდა გუნდში და თუ რატომ გაუარესდა "დინამოს" შედეგები მას შემდეგ, რაც გუნდმა 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
მაშინ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი იყო.
მოგეხსენებათ, 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის
პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "დინამო თბილისი" მის ოჯახს დარჩა, მაგრამ ხელი ძალიან გვეშლებოდა იმის გამო, რომ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან ვერ ვიღებდით.
ამ დოკუმენტის მიღება დაბლოკილი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც კრედიტს ვერ ვიღებდით ბანკიდან, თუმცა ერთი-ორჯერ ნდობის ხარჯზე მაინც მოვახერხეთ მცირე კრედიტის გამოტანა.
შეკრებაზე თურქეთში რომ მივდიოდით, ტრაბზონამდე უნდა ჩავსულიყავით ავტობუსით და იქიდან თვითმფრინავით უნდა წავსულიყავით ანტალიაში. გვყავდა ჩვენი ავტობუსი, მაგრამ სამეწარმეო ამონაწერის არქონის გამო მძღოლს მინდობილობას ვერ ვუფორმებდით და დაქირავებული ავტობუსით ჩავედით ტრაბზონში.
რაც ყველაზე მთავარია, ამონაწერის არქონის გამო ვერ ვახერხებდით სპონსორის მოძებნას, რადგან არ გაგვაჩნდა დოკუმენტი ჩვენს საკუთრებაში მყოფ კლუბზე.
2007 წელს, "ტელეიმედის" ცნობილი დარბევის მეორე დღეს, "დინამოს" ბაზაზეც მოვიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები, ჩაატარეს ჩხრეკა, მოხსნეს ჩვენი დაცვა და თავიანთი დააყენეს. ათი დღის შემდეგ კი თავიანთი დაცვაც მოხსნეს.
ამონაწერის ვერმიღების გამო ყველანაირად შებორკილები ვიყავით. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლება ელოდებოდა ჩვენს გაკოტრებას, ჰქონდა იმედი, რომ ვეღარ მოვახერხებდით გუნდის შენახვას, "დინამო თბილისი" შეწყვეტდა ფუნქციონირებას და მერე ადვილად დაეუფლებოდა მას და მისთვის სასურველ პიროვნებას გადასცემდა.
შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, პატარკაციშვილის გარდაცვალების მერე სამი წელი მაინც გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა და გუნდის შენახვა.
- პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდა მის ოჯახს?
- პირადად არ შევხვედრივარ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, თუმცა მისი პოზიცია დაახლოებით ასე იყო ჩემთვის ცნობილი: რატომ უნდა დავაფინანსო "დინამო", როცა საქართველოში ყველაფერი დაგვაკარგვინეს და თან ამონაწერს არ გვაძლევენ სამეწარმეო რეესტრიდანო.
პატარკაციშვილის ოჯახი მაინც ეხმარებოდა "დინამო თბილისს". ბადრის ოჯახისგან არ გვქონდა დამტკიცებული ბიუჯეტი, თუმცა ოჯახი გარკვეულ თანხებს პერიოდულად მაინც აძლევდა კლუბს და ეს ძალიან გვშველოდა.
გვქონდა სატრანსფერო შემოსავლებიც - დიდიე ოვონო 700 000 ევროდ გავყიდეთ, სანდრო კობახიძე 800 000 დოლარად. ეს ორი ძალიან წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. 2010 წელს კი "დინამო თბილისში" ფინანსური შემოწმება დაიგეგმა. ეს იყო მინიშნება, სიგნალი, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ჯარიმას დააკისრებდნენ და...
- "დინამო თბილისს" ფინანსური დარღვევები ჰქონდა?
- ჯარიმის დაკისრების რეალური საფუძველი მართლაც არსებობდა. კლუბის ფინანსისტს შეცდომა მოუვიდა და შეკრებაზე ფეხბურთელების კვება და საწვავის ხარჯი არ დაბეგრა. ჯარიმა დაახლოებით 150 ათასი დოლარის ექვივალენტი უნდა ყოფილიყო და ამ ჯარიმის გადახდას გავწვდებოდით, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში იყო იმის რეალური საფრთხე, რომ ჯარიმა უსაშველოდ გაზრდილიყო და საქმე კლუბის ხელმძღვანელობის დაპატიმრებით დასრულებულიყო.
ჰოდა, ჯაოშვილს პირდაპირ ვუთხარი, დაეთმო "დინამო თბილისი", რათა თავიდან აგვერიდებინა ჩვენი დაპატიმრება. გადავცეთ კლუბი ხელისუფლების სასურველ პიროვნებას და თავს დავაღწევთ ამ მდგომარეობას - ეს პოზიცია ქალბატონმა ინამაც გაიზიარა და უფასოდ დათმო "დინამო თბილისი" თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით.
- მანამდე არ გიცდიათ "დინამო თბილისის" გაყიდვა?
- როგორ არა, სამეთვალყურეო საბჭომ ეს საკითხი დააყენა დღის წესრიგში. გამოჩნდნენ მყიდველები: ერთი - 15 მილიონ დოლარს იხდიდა, მეორე - 10 მილიონს, მაგრამ ისევ და ისევ იმის გამო, რომ რეესტრიდან კლუბის საკუთრების საბუთს არ გვაძლევდნენ, კლუბის გაყიდვა შეუძლებელი აღმოჩნდა.
- ზოგი ამბობს, რომან ფიფიამ "დინამო თბილისი" რომ ჩაიბარა, კლუბში მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყოო...
- ფიფია წინა ხელისუფლებამ მიიყვანა "დინამოში", ის მათთვის სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ მას დაახლოებით 600 ათასი დოლარის ფულადი აქტივი დავუტოვეთ და ახლა როგორ ამბობენ, რომ მძიმე ვითარება დაუხვდათ?!
- ამ დროისთვის რას ედავებით ფიფიას? ვისთან გაქვთ პრეტენზიები?
- ფიფიას მოსვლის შემდეგ "დინამო თბილისიდან" გამიშვეს, რისი მიზეზიც უცნობია ჩემთვის. იურიდიულად ფიფიას ვერ შევედავები, მაგრამ მაქვს უფლება, მოვითხოვო გამოძიება იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რაზეც უკვე გესაუბრეთ.
პროკურატურას აქვს უფლება, ყოველივე ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და თუ ამას არ გააკეთებს, მე მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, თუ კონკრეტულად ვინ და რა დოზით იყო ჩართული ამ დანაშაულებრივ სქემაში.
სამართლიანობა ამ სეგმენტშიც უნდა აღდგეს.
რედაქციისაგან:
"დინამოსთან" დაკავშირებით, დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ მოდავეთაგან ერთი მხარის პოზიცია. მზად ვართ, "ლელოს" უახლოეს ნომერში დავაფიქსიროთ მეორე მხარის მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
ამირან ღიბრაძე: იურიდიულად ფიფიას ვერ შევედავები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?