კვირის 1000 წვრილმანი: ვის როგორ გაუმართლა

AutoSharing Option
მაშ, ქართველებს კიდევ შეგვძლებია ფეხბურთის თამაში. გორის "დილამ" დანიაშიც შინაარსიანი ფეხბურთი ითამაშა, მადლიც "დილასი" იყო და ცოდვაც.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ის ფეხბურთი აჩვენა, რაც ქართველებს სისხლში გვაქვს.

"ოლბორგი -"დილა" სანამ დაიწყებოდა, ინტერნეტში ბაქოს "ინტერის" შეხლას ვუყურებდი ნორვეგიულ "ტრომსოსთან". კარში გიორგი ლომაია იდგა, დაცვაში ლაშა სალუქვაძე, შეტევის მარცხენა ფლანგზე ალექსანდრე იაშვილი, მერე ბაჩანა ცხადაძეც შემოვიდა და გოლიც გაიტანა.

"ინტერმა" ქართველის გოლით მოიგო, მაგრამ მომდევნოი ეტაპზე ვერ გავიდა.

ჩვენებურების აზერბაიჯანული მარცხი გულზე კი შემომეყარა, მაგრამ გული უფრო სხვა რამეზე დამწყდა - ბაქოს
"ინტერის" ბიუჯეტი რომ ჰქონდეს რომელიმე ქართულ გუნდს...

ლენქორანის "ხაზარს" ბაქოს "ინტერზე" ბევრად მეტი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ რად გინდა, შინ "ჰაიფასთან" 0:8 იწვნია.

არ გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენთან ნავთობჭაბურღილები არ არის, სამაგიეროდ იმაში გაგვიმართლა, რომ ქართველებს ფეხბურთი გენში გვაქვს.

გორის "დილას" კი იმაში გაუმართლა, რომ მამუკა ჯუღელმა თავისი ფეხბურთელები არ წაიყვანა და დევდარიანსაც გაუჩნდა შანსი, მოედანზე ერთბაშად რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი გაეყვანა.

ფეხბურთელი არ გვყავს! ასეთ რამეს ძვირიანი მწვრთნელი რომ იტყვის, ძნელია, მის საქმიანობას ეჭვის თვალით არ შეხედო.

წლევანდელმა ევროსარბიელმა უკვე დაამტკიცა ერთი ქართველი ფეხბურთელის ნიჭი. თუ მანამდე გიორგი ილურიძეს მეტწილად მხოლოდ სპეციალისტები იცნობდნენ, დღეს უკვე ის "დილას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რომელმაც დანიურ "ოლბორგს" შინ თუ გარეთ ბდღვირი ადინა.

ილურიძე 21 წლისაა და ჯერაც შეუძლია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, თუმცა ფეხბურთელი ევროსარბიელზე რომ გამოიჩენს თავს, თავისთავად საინტერესო ხდება ეროვნული გუნდისთვისაც. სხვა საქმეა, რამდენად დასჭირდება ნაკრების თავკაცს ასეთი ფეხბურთელი, როცა გუნდი ვერც კატენაჩოს თამაშობს და ვერც სხვა სტილს.

ილურიძე თავის დროზე "დინამო თბილისში" იყო, სწორედ იქ შეამჩნია ის ჯუღელმა და მახაჭყალის "ანჟიში" მიიყვანა. დიღმის ბაზიდან რომ წაიყვან ასეთ ნიჭიერს, მართლა მაგარი მენეჯერი ხარ.

არ ვიცი, როგორ მორიგდებიან ჯუღელი და "დილა", ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სანამ დევდარიანის გუნდი ევროსარბიელზე თამაშობს, ილურიძე მასთან იქნება.

საქართველო ფეხბურთის მიმწოდებელი ქვეყანაა, თუმცა ზოგი სხვანაირად ფიქრობს და იმდენი ლეგიონერით ავსებს გუნდს, რომ უცხოტომელები სათადარიგოთა სკამზეც კი უზის. არადა, ფეხბურთის კარგად თამაში სისხლში გვაქვს.

"დილა" ულეგიონეროდ დარჩა, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა, ილურიძის გარდა მიხაილ გორელიშვილითაც და გიორგი აბურჯანიათიც მოგვაწონა თავი, "დილას" საშუალო ასაკის ფეხბურთელებიც კარგი ჰყავს, საერთაშორისო დონეზე გამოცდილები.

* * *
ქუთაისის "ტორპედო", ფაქტობრივად, დატოვა ომარ მიგინეიშვილმა, რომელმაც თვითონ გვითხრა, "დინამო თბილისი" კი დამიკავშირდა, მაგრამ ჯერ საქმე ამის იქით არ წასულაო.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ტორპედოს" კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი გამოაკლდება.

მიგინეიშვილისთვის მოედანზე შიში უცხოა, უშიშარი მეკარის ყოლა კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გუნდისთვის, ვისაც დიდი ამბიციები აქვს და ევროსარბიელზეც უწევს თამაში. წინა სეზონი მიგინეიშვილმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც კი ათამაშეს.

"ტორპედოდან" კარგი ფეხბურთელების გადინება ამით ალბათ არ დასრულდება - თურქულ შეკრებაზე გუნდს არც ბექა ტუღუში გაჰყოლია. მოდრიბლინგე, არაორდინალური გადაწყვეტილების უნარის მქონე თავდამსხმელი, 24 წლის, ანუ ისეთი ასაკისაა, ახლა რომ უნდა ეწყებოდეს კარიერის პიკი.

წამყვან ქართულ კლუბებს კარგი ფეხბურთელის აყვანის კიდევ ერთი კარგი შანსი გაუჩნდათ. ტუღუშის პოტენციალში ეჭვის შეტანა არ ეგების - ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჟურნალისტის აზრი არ არის.

"ტორპედომ" კი სხვა გზა აირჩია და ეს ყველაფერი ესპანელ მწვრთნელს ჩააბარა. ხერარდ სარაგოსა მულეტი რაც არის, აწი გამოჩნდება, რადგან მანამდე ის ყველასათვის უცნობი მწვრთნელი იყო.

და რა გუნდი ელის მომთხოვნ ქუთაისელ გულშემატკივარს? ცხადია, ეს კითხვაც ძალიან აქტუალურია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დილა კარგია მაგრამ ქუთაისელი კაცი ვარ და მტკივა ტორბედოს გასაჭირი. ნუთუ თქვენ გულს არ შეეხო ასე სიმწრით შეკოწიწებული გუნდის დაშლა? ნუთუ არ გეწყინათ რომ ჟილინასთან ასე შევრცხვით და შევარცხვინეთ მთელი საქართველო? მე მეწყინა მაგრამ ჩემი გუნდი მაინც მიყვარს. დიდი დაპირისპირებაა ფანებსა და ტორბედოს სპონსორს შორის და გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ საკითხს. "გულშემატკივარი" ე. ი. ვისაც გული სტკივა ხო და მე მტკივა და ბევრს ჩემნაირს. კითხეთ ვისოლის წარმომადგენლებს მათ სტკივათ თუ მარტო თავიანთი მილიონები აღელვებთ? გთხოვთ მიიტანოთ გულთან ჩვენი ტკივილი
სოსო აბულაძე
20:42 28-07-2013
0
ფეხბურთელი არ გვყავს! ასეთ რამეს ძვირიანი მწვრთნელი რომ იტყვის, ძნელია, მის საქმიანობას ეჭვის თვალით არ შეხედოლისტები მოგებასაც შეგაძულებენ,ატეხენ ერთ ამბავს..რეალურად შეხედეთ და შეაფასეთ..
გორის დილას შემოევლოს ჩემი თავი,რათქმაუნდა გულით და სულით წარმატებას ვუსურვებ მაგრამ ეგრე ნუ აბუქებთ სააკაშვილივით ყველაფერს
Vako
00:31 29-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული