გორის "დილას" მეტოქე სპლიტის "ჰაიდუკი" - ტუდორის გუნდი და მისი ისტორია

AutoSharing Option
იყო დრო, საქართველოს და ქართველ ფეხბურთელებს, რატომღაც, ხორვატიას და ხორვატიის ნაკრებს რომ ადარებდნენ.

ლოგიკა ასეთი იყო: ხორვატია საქართველოსავით პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისმა ნაკრებმა 1998 წელს მუნდიალზე მესამე ადგილი მოიპოვა, ორი წლით ადრე კი ევროპის ჩემპიონატზე უსამართლო ბრძოლაში დამარცხდა გერმანიასთან, ხორვატი ფეხბურთელები სიხარულით მირბიან ნაკრებში, თვითონ იხდიან ბილეთის ფულსაც კი და ნაკრებში პრემიაზე არც კი ფიქრობენ.

ქართველ ბიურგერებს ძალიან მოსწონდათ და შვენოდათ ასეთი ლაპარაკი.

მაშინ არავინ არ იტყოდა იმას, რომ ხორვატია, საქართველოსგან განსხვავებით, ომში გამარჯვებული ქვეყანა იყო და მუხლი არ ჰქონდა
მოყრილი, ყველაფერი ხორვატიის სასიკეთოდ წარიმართა, ნატო სერბეთს ბომბავდა...

და კიდევ: ხორვატიის პირველი პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი ხორვატიის ნაკრების გასახდელში შედიოდა და ლამის თასმებს უკრავდა ბუცებზე ფეხბურთელებს. ტუჯმანს ესმოდა და ძალიან უყვარდა ფეხბურთი.

პატრიოტული მუხტი მაშინ, 90-იან წლებში ძალიან დიდი იყო ომში გამარჯვებულ ხორვატიაში, მათმა ნაკრებმა კი ფურორი მოახდინა, მაშინ ხორვატიას მართლაც ვარსკვლავური ნაკრები ჰყავდა, სადაც სპლიტის "ჰაიდუკის" გამოზრდილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ: ალიოშა ასანოვიჩი, რობერტ იარნი, იგორ ტუდორი, ალენ ბოკშიჩი...

არ ვიცი, ხორვატებს ამით თავი მოაქვთ თუ არა, მაგრამ ხორვატი დიქტატორი ბროზ ტიტო 36 წელი მართავდა იუგოსლავიას.

დღეს ხორვატიის ნაკრები მაშინდელივით თვალისმომჭრელი აღარ არის, არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ნაკრებმა თბილისში 1:0-იც კი მოუგო.

* * *
Sportall.Ge
იგორ ტუდორი
"ჰაიდუკი" 1911 წელს შეიქმნა, იუგოსლავიის ჩემპიონობა ცხარჯერ მოიგო, ხორვატიაში კი საუკეთესო ექვსჯერ გახდა. წინა სეზონში" ჰაიდუკი" ხორვატიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, თასი მოიგო.

წარმატებული სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა მიშო კრსტიჩევიჩმა, ვინც ახლა ხორვატიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, "სპლიტში" კი მის შემცვლელად იგორ ტუდორი დაინიშნა.

"ჰაიდუკის" აღზრდილი ტუდორი 1998-2007 წლებში ტურინის "იუვენტუსის" მცველი იყო და ამით ყველაფერია ნათქვამია. ის იმ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი იყო, 1998 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი რომ დაიკავა. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, "ჰაიდუკი" მისთვის პირველი კლუბია, მანამდე "ჰაიდუკის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა.

"ჰაიდუკს" ევროსარბიელზე არაფერი არ მოუგია, თუმცა სისტემატურად უწევდა ევროტურნირებზე თამაში და დასავლეთ ევროპის არაერთი კარგი გუნდიც დაუმარცხებია.

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ეტაპზე "ჰაიდუკმა" მაკედონიური "ტურნოვო" დაამარცხა (2:1; 1:1). ბელგიელი შუახაზელი ტინო შუშიჩი, ჩერნოგორიელი ფორვარდი ივან ვუკოვიჩი და კოტდიუვარელი თავდამსხმელი ჯეან კოუსასი - "ჰაიდუკის" ლეგიონერები ესენი არიან.

ხორვატულ ფეხბურთში დიდი ფული არ არის, ერთი-ორ მოთამაშეს თუ ექნება მსუყე ჯამაგირი. შესაბამისად, ხორვატული გუნდები ევროსარბიელზე სხვათაგან გამორჩეულები ვერ არიან.

22 წლის ნახევარმცველი ფრანკო ანდიაშევიჩი და 24 წლის მცველი მარიო მალოკა - ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ამ "ჰაიდუკიდან" მხოლად მათ აქვთ ნათამაშები, თუმცა მათზე არ ითქმის, რომ ნაკრების ფეხბურთელები არიან.

ხორვატიის მიმდინარე ჩემპიონატში ორი ტურია გამართული. ერთი მოგება და ფრე - ასეთია ტუდორის გუნდის მონაგარი, რომელიც ათგუნდა ჩემპიონატში ახლა მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება "ჰაიდუკის" სტადიონს, 34 448 კაცს იტევს.

"დილა"-"ჰაიდუკის" დაპირისპირების პირველი შეხვედრა 1 აგვისტოს სპლიტში გაიმართება, საპასუხო კი 8 აგვისტოს თბილისში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვხვდები რატომ იძახიან დინამოს არ გაუმართლა სტიაუა რომ შეხვდა და დილას გაუმართლაო..
სპლიტის ჰაიდუკი ზაგრების დინამოს მერე ნომერ მეორე გუნდია ხორვატიაში და სტიაუაზე არანაკლებია ასე რომ არცერთ ჩვენ გუნდს არ გაუმართლა:(
messi001
11:21 28-07-2013
0
ჟურნაისტებო მართალია ეს კაცი აზრეზე არ ხართ რაა საიდან ამდენი ზღაპრები სირცხვილია დილას როგორ გაუმართლა ეს ამიხსენით უბრალოდ. თქვენ სტატიებს მანამ გამოაქვეყნებთ იქნებ ვინმემ გადახედოს ხოლმე სირცხვილიააააააააააააააააა
bibo
14:58 28-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული