მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს პრეტენზიები აქვს კლუბთან და მოქმედი კონტრაქტის აუნილირებას ითხოვს.
"ზესტაფონში" ხელფასები გვიანდებოდა, კლუბი გაურკვევლობაში იყო და ყველაფერი ამას მოჰყვა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ გორგიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტს მიმართა.
ამ კომიტეტმა საქმესთან დაკავშირებით სხდომა გამართა. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ გვითხრა, სხდომაზე გამოცხადდა გორგიაშვილი თავისი ადვოკატით.
მისულა "ზესტაფონის" იურისტიც,
სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, პროცესი 8 აგვისტოსთვის გადაიდო და ვერდიქტიც მაშინ გამოცხადდება.
რატომ არ დაესწრო საქმის განხილვას "ზესტაფონის" იურისტი, ჩვენთვის უცნობია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გორგიაშვილს ეს საქმე უკვე მოგებული აქვს?
თუ გორგიაშვილი ამ პროცესს მოიგებს, თავისუფალი აგენტი გახდება და მის სამომავლო ტრანსფერში "ზესტაფონი" თანხას ვერ მიიღებს.
გორგიაშვილს ეროვნულ ნაკრებში სამი კეპი აქვს მონაგრებული და შესაბამისად, სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელად ითვლება.
ერთი სიტყვით, გორგიაშვილს აქვს იმის შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს. ასეთი პრეცედენტი გამოაფხიზლებს იმ კლუბებს, სადაც ფეხბურთელისთვის ხელფასის დაგვიანება თუ არგაცემა ჩვეულებრივი ამბავია.
საქართველოში იყო იმის მაგალითებიც, როცა კლუბის ხელმძღვანელობას არასასურველი შედეგის გამო არ დაურიგებია ხელფასები მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის. ჯამაგირის დაგვიანება კი თითქმის ყველა ქვეყანაში მომხდარა და ხდება.
მოკლედ, გორგიაშვილი - ზესტაფონის დაპირისპირება მხოლოდ ამ კონკრეტული ფეხბურთელისა და კლუბის საქმე ვერ იქნება. ამ დავას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სასიცოცხლო მნიშვნელობის კონკურენცია - ერთი კლუბი, ერთი აგენტი, ერთი სცენარი...
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია