ქართველი მსაჯების წინასასეზონო მზადება

AutoSharing Option
17-21 ივლისს, სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ორგანიზებით, ქ. ქობულეთში გაიმართა უმაღლესი ლიგის მსაჯების და ასისტენტების წინასასეზონო საწვრთნელი შეკრება.

შეკრების დროს, ჩატარდა აგრეთვე FIFA-ს კურსი, რომელიც წაიყვანა FIFA-ს სამსაჯო ინსტრუქტორმა - ვალენტინ ივანოვმა.

შეკრებაში მონაწილეობა მიიღო 44-მა მსაჯმა და ასისტენტმა.

მანამდე , 16 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა მსაჯთა ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში. მორიგი ტესტი კი, 1 აგვისტოს გაიმართება, კვლავ "დინამო არენაზე".

თავად შეკრება და კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებსა და ვარჯიშებს; როგორც საკლასო ოთახში უხვი ვიდეომასალის გამოყენებით, ასევე მოედანზე.

განხილული იქნა
ცვლილებები თამაშის წესებში; კერძოდ, თამაშგარესთან დაკავშირებული ახალი ტექსტი და მისი ამსახველი ვიდეო მასალა.

საერთაშორისო კატეგორიების მქონე ქართველმა მსაჯებმა უკვე იმსაჯეს გარკვეული მატჩები UEFA-ს შეჯიბრებებში. მაგალითად, გიორგი ვადაჭკორიამ, ზაზა ფიფიამ და ლევან თოდრიამ იმსაჯეს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი - ფინეთი ვს ლუქსემბურგი.

გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, ირაკლი უკლება და ლაშა სილაგავა 4 ივლისს მოემსახურნენ UEFA-ს ევროპის ლიგის მატჩს - ასტანა (ყაზახეთი) ვს ბოტევი (ბულგარეთი).

11 ივლისს, სერბეთში UEL-ის მატჩი - ვოევოდინა ვს ჰიბერნიანსი (მალტა) - იმსაჯეს თორნიკე გვანცელაძემ, გიორგი ყრუაშვილმა, დავით ჩიგოგიძემ და დავით ხარიტონაშვილმა.

ხოლო სულ ბოლოს, 23 ივლისს, ხორვატიაში, UჩL-ის მატჩი - დინამო ზაგრები ვს ფოლა (ლუქსემბურგი) - ჩაატარეს ლაშა სილაგავამ, ზაზა მენთეშაშვილმა, გიორგი ყრუაშვილმა და გიორგი ვადაჭკორიამ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული