პატარკაციშვილების ოჯახის განცხადება "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
პატარკაციშვილების ოჯახი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"ბოლო დროს პრესაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გადაგვაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთება.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი ოჯახი აგრძელებდა საფეხბურთო კლუბი "დინამოს" დაფინანსებას და მის განვითარებას. თუმცა იმ ზეწოლის გამო, რომელიც ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენი ოჯახისა და მის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე, "დინამოს" შემდგომი განვითარება დადგა კითხვის ქვეშ.

ჩვენ ამონაწერებსაც კი ვერ ვიღებდით კლუბის შესახებ რეესტრიდან, რომ კლუბს მისცემოდა საშუალება თამაშებზე პრობლემების გარეშე გამგზავრებულიყო.

ამიტომ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გვეპოვა
ინვესტორი, რომელიც შეძლებდა კლუბის გადარჩენას და განვითარებას.

ჩვენ თვითონ მივმართეთ და ლონდონში შევხვდით ბატონ რომან ფიფიას და ვკითხეთ აინტერესებდა თუ არა "დინამოს" შემდეგი განვითარება, თუ კი ჩვენ მას უსასყიდლოდ გადავცემდით კლუბს.

თანხმობის მიღებიდან მოკლე ხანში კლუბი გავასხვისეთ უსასყიდლოთ, ყოველანაირი ზეწოლის გარეშე ბატონი რომან ფიფიას მხრიდან. მეტიც, ჩვენ გვიხარია, რომ ის არ იშურებს ძალ-ღონესა და სახსრებს "დინამოს" განვითარებისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას და ჩვენ საყვარელ "დინამოს".

იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს ჩვენს მიერ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით",
- ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ტყავაძე: თბილისის "დინამო" უფასოდაც არავის უნდოდა
ლევან ზუხბაია: ხელშეკრულების პირობებს 2011 წელს ყველა დაეთანხმა
ზურაბ პოლოლიკაშვილი: ბაზის გაყიდვისას ყველაზე მეტად ივანიშვილი აქტიურობდა
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული