"ზესტაფონმა" შეკრების ბოლო სპარინგ-მატჩში თურქმენეთის ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
2 აგვისტოს "ზესტაფონმა" თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი ითამაშა - თურქმენეთის ჩემპიონ "ბალკანს" 1:0 მოუგო.

გოლი ავთანდილ ენდელაძემ გაიტანა. "ზესტაფონის" ვებგვერდის ცნობით, შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ენდელაძის პასით ირაკლი ქობალია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ შანსის გამოყენება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე ქობალიასა და ენდელაძეს მართებდათ გოლის გატანა, თურქმენებმა კი საუკეთესო შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს: 62-ე წუთზე კახაბერ მეშველიანმა 11-მეტრიანი მოიგერია.

აქედან ცოტა ხანში კი "ზესტაფონმა" იმარჯვა - ახალწვეულ გიორგი ადამიას გადაცემით ენდელაძემ ისარგებლა და გამარჯვების გოლი შეაგდო.

"ზესტაფონმა"
ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), ტერზიჩი (თორნიკე გრიგალაშვილი, 84), დოს სანტოსი, თედორე გრიგალაშვილი (გაგოშიძე, 82), კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), რეკრუკი (კუტალია, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 83), შარიქაძე (კაჭკაჭიშვილი, 64), ენდელაძე, ადამია (ლომია, 82), ქობალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული