გამგებელმა ლანჩხუთის "გურია" დაშლას გადაარჩინა?

AutoSharing Option
ჩვენი მკითხველი კარგად არის ინფორმირებული, რომ ლანჩხუთის "გურიამ" შეკრება დაგვიანებით დაიწყო და თითქმის ყოველდღიურად ტესტ-მატჩებს ატარებს.

დავით მახარაძის შეგირდებს მორიგი შეხვედრა 1 აგვისტოს უნდა გაემართათ , მაგრამ იმ დღეს ფეხბურთელებს არც უვარჯიშიათ და არც უთამაშიათ, რის გამოც ფოთის "კოლხეთთან" ამხანაგური მატჩი ჩაიშალა.

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელები დარჩენილ დავალიანების ითხოვდნენ და პროტესტიც ამან გამოიწვია, ხოლო ვითარება გამწვავებულა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა გაიგეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ოთხი წამყვანი მოთამაშის გაშვების შესახებ.

არ კონკრეტდება, ამ ფეხბურთელებს პროტესტის მოთავეობის გამო უპირებდნენ გაშვებას, თუ სხვა მიზეზი იყო,
თუმცა, როგორც ირკვევა, დანარჩენმა ფეხბურთელებმა მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

იყო საფრთხე, რომ "გურია" დაშლილიყო - როგორც ამბობენ, მთელი გუნდი მზად იყო, გრიგოლეთის ბაზა დაეტოვებინა.

გვიან საღამოს ბაზაზე მივიდა ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც გუნდის ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელებს შეხვდა. სწორედ რაიონის თავკაცთან აუდიენციის შემდეგ მოგვარებულა პრობლემა.

"წინა სეზონში მოთამაშე ფეხბურთელებისადმი სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობს. მათ გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად შევხვდით.

უახლოეს დღეებში ეს დავალიანება დაიფარება. გუნდი ახლა შეკრებილია გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე, ბიჭები ვარჯიშობენ.

4 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს ბათუმის "დინამოსთან" გავმართავთ. ასე რომ, არანაირი "ბუნტი" არ არსებობს", - კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილის კომენტარს გამგეობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კომენტარი ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს ვთხოვეთ:

- ბატონო ზაზა, მოგვარდა თუ არა "გურიაში" შექმნილი პრობლემა. როგორც გვითხრეს, გუნდი დაშლას თქვენი ჩარევის შემდეგ გადაურჩა...
- ასეთი არაფერი არ ყოფილა. საიდან მოიტანეს?! დავალიანებას ითხოვდნენ და მართლებიც არიან.

ფინანსთა სამინისტროდან თანხმობის წერილი გვაქვს, პროცესი გაიწელა ბანკთან. იმ კვირაში ხელფასები გაიცემა.

მე ფეხბურთელებს შევხვდი და ვუთხარი - ვისაც სურვილი არ აქვს, გააგრძელოს "გურიაში" თამაში, შეუძლია წავიდეს. მათ კი პირიქით - განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ კლუბის წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოფო შევარდნაძე: ჩემი ოჯახისა და მამაჩემის ღვაწლი დაავიწყდათ?

ზაზა ურუშაძე ზვიად სიჭინავას ბოდიშის მოსახდელად დაურეკავს
პოლიტიკური ფეხბურთი: უარი სფფ-ს, გრფფ-სა და 80-იანი წლების "გურიის" წევრებს
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ზაზა თითქოს კარგ საქმეს აკეთებტ გუნდს აძლიერებთ, გუნდზე ზრუნავთ ჩანს, მაგრამ მეორეს მხრივ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებთ ვეტერანების არ მოწვევას უკრაინელებთან თამაშზე და სხვა.შეიძლება უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ გთხოვთ გურიასთვის ყველაფერი გააკეთოდ გისურვებთ წარმატებებს.
sabonis
17:15 04-08-2013
0
ბატონო ზაზა თითქოს კარგ საქმეს აკეთებტ გუნდს აძლიერებთ, გუნდზე ზრუნავთ ჩანს, მაგრამ მეორეს მხრივ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებთ ვეტერანების არ მოწვევას უკრაინელებთან თამაშზე და სხვა.შეიძლება უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ გთხოვთ გურიასთვის ყველაფერი გააკეთოდ გისურვებთ წარმატებებს.
sabonis
17:15 04-08-2013
0

სიახლეები პოპულარული