"დინამოს" საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას

AutoSharing Option
"დინამოს" საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე.

სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და მომავალ თაობებში ფეხბურთის პოპულარიზაციას.

"დინამოს" საფეხბურთო სკოლა ინფრასტრუქტურით (4 უმაღლესი ხარისხის პოლიტანის ფირმის სავარჯიშო მოედანი) საუკეთესოა საქართველოში.

"დინამოს" საფეხბურთო სკოლაში საწვრთნელ კურსს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები თანამედროვე სავარჯიშო პროგრამით ახორციელებენ. აღსაზრდელთა ფიზმომზადებაზე უცხოელი სპეციალისტი ზრუნავს.

სკოლის მუშაობას კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი უძღვება, რომელმაც A-ლიცენზია ინგლისში მიიღო და ბოლო 5 წლის მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობდა ლონდონის "კრისტალ
პალასის" საფეხბურთო აკადემიაში, სადაც სამწვრთნელო-სამენეჯერო გამოცდილება მიიღო.

საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელის მიღება იწარმოებს 6-დან 14 წლის ჩათვლით, სწავლების ყოველთვიური გადასახადი კი შეადგენს 100 ლარს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
თვეში რამდენი ვარჯიში ტარდება და ვარჯიშის დრო რამდენი ხანია?
მარი
15:27 20-04-2020
0
vova-ძამიკო არსად ევროპაში ასეთი რამ არ არსებობს და ვერც იქნება რადგან არავინ არცერთი მშობელი ზოგიერთი ფანატის გამოკლებით ასეთ თანხას არ გადაიხდის.ფეხბურთის ძირითადი მამოძრავებელი რამ კი მისი მასობრიობაა.
vep1963
18:15 14-08-2013
0

სიახლეები პოპულარული