ტრავმიანობა გორის "დილაში" - "რაპიდთან" ირაკლი მოდებაძე არ იქნება

AutoSharing Option
გორის "დილა", რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა და იქ ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდება, საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "დილამ" სტუმრად "სიონი" 2:1 რომ დაამარცხა, ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა - გიორგი ილურიძეს კოჭი გადაუბრუნდა, ირაკლი მოდებაძემ კი თავის ტრავმა მიიღო.

12 აგვისტოს გავიგეთ, რომ მოდებაძეს ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც ის ვერც მომდევნო ტურში (17 აგვისტოს თბილისის "დინამოსთან") ითამაშებს და ვერც 22 აგვისტოს - "რაპიდთან" პირველ შეხვედრაში.

28 წლის მოდებაძე "დილაში" მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისეთი ცენტრფორვარდია, პირველ ბურთს რომ იღებს
და გუნდი "ამოჰყავს". მოკლედ, გორელები დიდი დანაკლისით ხვდებიან "დინამოსაც" და "რაპიდსაც".

21 წლის ილურიძის მდგომარეობა შედარებით უკეთ არის, გასიებული კოჭი ოდნავ ჩაუცხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე ტრავმას გადაურჩა. თუმცა ილურიძე გამოაკლდება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც 14 აგვისტოს სტუმრად ამხანაგურ მატჩს გამართავს ლატვიელ თანატოლებთან. ჯერ ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყებს ნიჭიერი თავდამსხმელი სრული დატვირთვით ვარჯიშს.

კუნთი აქვს დაჭიმული "დილას" 21 წლის საყრდენ ნახევარმცველ ლაშა გვალიას და "დინამოსთან" მისი თამაში სათუოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოხ ბოლნისის ***. . . . . რა გააკეტეს ეს მაგ ბოროტებმა მგათმა გაუცალიეცეს ქართულ ფეხბურტს და გორის დილას.
bibo
10:14 13-08-2013
0
17 აგვისტოს დინამოსთან და 22-ში რაპიდთან? დინამოსთან თამაშის გადადება ხომ არ ჯობია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული