ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის წი­ნათ­ქ­მა: ჯგუფ­ში ორი გუნ­დით - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?

AutoSharing Option
ფოტოზე: 1973 წლის 28 ნოემბერი. დინამო (თბ)-ტოტენჰემი 1:1. ლონდონელთა კარს უტევს დავით ყიფიანი

...ერ­თი შე­ხედ­ვით, ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში სა­სი­კე­თო ძვრე­ბი ხდე­ბაო: ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი თა­მაშს თა­მაშ­ზე აგებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე წლი­დან-წლამ­დე ქვე­მოთ მი­დის და ერ­თი-ორი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ჩვე­ნი პირ­ვე­ლო­ბის მატ­ჩე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცა­რი­ე­ლი ტრი­ბუ­ნე­ბის წინ ტარ­დე­ბა.

თუმ­ცა, ხან­და­ხან "გა­მო­ნა­თე­ბე­ბიც" გვაქვს და ეს უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებს, ასე­ვე საკ­ლუ­ბო ტურ­ნი­რებ­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბულ ას­პა­რე­ზო­ბებ­საც.

ყვე­ლა­ფერს თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ბო­ლო სამ წე­ლი­წად­ში უკ­ვე მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი ქარ­თუ­ლი
გუნ­დია გა­სუ­ლი ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში!

პირ­ვე­ლად ასე­თი შე­დე­გი 2011 წელს გვქონ­და, რო­ცა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" და "ზეს­ტა­ფონს" მცი­რე­დი არ ეყოთ ევ­რო­პა­ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მო­სახ­ვედ­რად;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ქარ­თუ­ლი გუნ­დი შარ­შა­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში და აი, გო­რის "დი­ლამ" ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მო­ა­ხერ­ხა ამ შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა. თა­ნაც, ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ შარ­შან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან "დი­ლა­ში" ორი-სა­მი ფეხ­ბურ­თე­ლი­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი და, ამას გარ­და, გო­რელ­თა წლე­ვან­დე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი ("ოლ­ბორ­გი", "ჰაიდუ­კი") შარ­შან­დე­ლებს ("ორ­ჰუ­სი", "ანორ­თო­სი­სი") თუ არ აღე­მა­ტე­ბი­ან სიძ­ლი­ე­რით, ნამ­დ­ვი­ლად არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან...

...თე­ო­რი­უ­ლად მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს იმის შან­სი, რომ ევ­რო­პა­ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი ქარ­თუ­ლი გუნ­დი ვი­ხი­ლოთ; თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ჩვენს გუნ­დებს სხვა­დას­ხ­ვა "წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის" მე­ტო­ქე­ებ­თან მო­უ­წევთ პლეი ოფის ეტა­პის დაძ­ლე­ვა: რა ბევ­რი მტკი­ცე­ბა სჭირ­დე­ბა იმ ფაქტს, რომ "დი­ნა­მო"-"ტო­ტენ­ჰე­მის" წყვილ­ში უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტი ინ­გ­ლი­სუ­რი გუნ­დია;

არც ვე­ნის "რა­პი­დია" ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი მე­ტო­ქე, მაგ­რამ ავ­ს­ტ­რი­ის ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს და პო­პუ­ლა­რულ კლუბს "ტო­ტენ­ჰე­მამ­დეც" ბევ­რი უკ­ლია და, რაც მთა­ვა­რია, დღე­ვან­დე­ლი გო­რის "დი­ლაა" ისეთ ფორ­მა­ში, რომ ამ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა რე­ა­ლუ­რად ხე­ლე­წი­ფე­ბა!

...2004 წელს გია გე­გუ­ჩა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" უეფას თა­სის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე იას­პა­რე­ზა, - აი, ეს არის ამ გა­თა­მა­შე­ბა­ში ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი; თუმ­ცა, იყო დრო, ამა­ზე მე­ტი მიღ­წე­ვე­ბიც გვქო­ნია ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე: 1981 წელს თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სი მო­ი­პო­ვა, მომ­დევ­ნო წე­ლი­წადს კი ამა­ვე გა­თა­მა­შე­ბის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე გა­აღ­წია!

ახ­ლა კი ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბულ ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სურ და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზე...

ტო­ტენ­ჰე­მი­დან ლი­ვერ­პუ­ლამ­დე
ად­რეც ვთქვით და კვლა­ვაც გა­ვი­მე­ო­რებთ, რომ ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის წი­ლის­ყ­რი­სას თუ რო­მე­ლი­მე გუნდს არ გა­უ­მარ­თ­ლა, ეს - თბი­ლი­სის "დი­ნა­მოა"! ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი­დან ("ტო­ტენ­ჰე­მი", "ფი­ო­რენ­ტი­ნა", "შტუტ­გარ­ტი", "უდი­ნე­ზე") ერთ-ერ­თი და, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მე­ტო­ქე სწო­რედ ჩვენს ჩემ­პი­ონს შეხ­ვ­და...

"ტო­ტენ­ჰე­მის" ძველ წარ­მა­ტე­ბებ­ზე, ტი­ტუ­ლებ­სა თუ ამ გუნ­დის ყო­ფილ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ზე წი­ლის­ყ­რის მე­ო­რე დღეს­ვე ვი­სა­უბ­რეთ; უბ­რა­ლოდ, მხო­ლოდ იმას შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ვან­დე­ლი "ტო­ტენ­ჰე­მი" ნამ­დ­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი გრან­დე­ბის რიცხვს მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ, რა­მე­თუ ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დის", "მან­ჩეს­ტერ სი­ტის", "არ­სე­ნა­ლი­სა" და "ჩელ­სის­თან" ერ­თად სე­ზონს პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში ამ­თავ­რებს.

უგო ლო­რი­სი, იან ვერ­ტონ­გე­ნი, პა­უ­ლი­ნიო, აარონ ლე­ნო­ნი, ჯერ­მე­ინ დე­ფო, რო­ბერ­ტო სოლ­და­დო, - აი, ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის, ან­დ­რე ვი­ლაშ-ბო­ა­შის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე "ტო­ტენ­ჰე­მის" ლი­დე­რე­ბად.

ჰო­და, რა უნ­და და­უ­პი­რის­პი­როს ასეთ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თ­კ­რე­ბულს თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ", მარ­თ­ლაც ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია.

...ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბე­ბის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და ვიდ­რე ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბის ეგი­დით ჩა­ტა­რე­ბულ მატ­ჩებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, ისიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ "დი­ნა­მოს" სხვა­დას­ხ­ვა დროს რამ­დე­ნი­მე ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­უ­მარ­თავს ინ­გ­ლი­სურ კლუ­ბებ­თან (შინ თუ გა­რეთ): "ვესტ ბრომ­ვიჩ ალ­ბი­ონ­თან", "შე­ფილდ უენ­ს­დე­ის­თან", "ვულ­ვერ­ჰემ­პ­ტონ უონ­დე­რერ­ს­თან", "ას­ტონ ვი­ლას­თან", "ოლ­დემ­თან" და... "ტო­ტენ­ჰემ­თან"!

ჰო, 1960 წელს, თბი­ლის­ის "დი­ნა­მოს" სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნე რომ ჰქონ­და ინ­გ­ლის­ში ("შე­ფილდ უენ­ს­დე­ის­თან" 0:5 წა­ა­გო, "ვულ­ვერ­ჰემ­პ­ტონ­თან" ფრედ - 5:5 ითა­მა­შა), მე­სა­მე მატ­ჩმა "ტო­ტენ­ჰემ­თან" მო­უ­წია და 2:5 წა­ა­გო.

თუმ­ცა, ეს ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა იყო, აი, 1973 წელს კი უეფას თა­სის მერ­ვედ­ფი­ნალ­ში სწო­რედ 22 აგვისტოს მე­ტო­ქე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. მა­ნამ­დე "დი­ნა­მომ" ბულ­გა­რე­თის "სლა­ვი­ას" და იუგოს­ლა­ვი­ის ოფკ-ს უპ­რობ­ლე­მოდ აჯო­ბა და "ტო­ტენ­ჰემ­თან" და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნაც იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბა ჰქონ­და ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა ინ­გ­ლი­სუ­რი გუნ­დის სიძ­ლი­ე­რე: პირ­ველ ტა­იმ­ში ან­გა­რი­ში კო­უტ­ს­მა გახ­ს­ნა, შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი კა­ხი ასა­თი­ან­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

ასე­თი ან­გა­რი­შის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პა­სუ­ხო მატ­ჩის წინ მა­ინც ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ლონ­დონ­ში კოშ­მა­რი გვე­ლო­და: პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით (0:1) წა­ვა­გეთ, აი, მე­ო­რე­ში კი "ტო­ტენ­ჰე­მის" ფორ­ვარ­დებ­მა მარ­ტინ ჩი­ვერ­ს­მა და 1966 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­მა მარ­ტინ პი­ტერ­ს­მა კი­დევ ოთხი გო­ლი გაგ­ვი­ტა­ნეს (ჩვე­ნე­ბი­დან პრეს­ტი­ჟის ბურ­თი ზარ­ბეგ ებ­რა­ლი­ძემ შე­აგ­დო); თა­ნაც, მას­პინ­ძ­ლებ­მა ხუ­თი­ვე გო­ლი თა­ვით გა­ი­ტა­ნეს...

უეფას თა­სი. 1/8 ფი­ნა­ლი
28.11.1973. თბი­ლი­სი. ლო­კო­მო­ტი­ვი
დი­ნა­მო-ტო­ტენ­ჰე­მი 1:1

0:1 კო­უტ­სი (25), 1:1 ასა­თი­ა­ნი (71)
დი­ნა­მო: გო­გია, ძო­ძუ­აშ­ვი­ლი, ხურ­ცი­ლა­ვა, კან­თე­ლა­ძე, ჭე­ლი­ძე, ებ­რა­ლი­ძე (65. წე­რე­თე­ლი), მ. მა­ჩა­ი­ძე, ასა­თი­ა­ნი, ყი­ფი­ა­ნი, გ. ნო­დია, ლ. ნო­დია.
მწვრთნე­ლი: ალექ­სან­დ­რე კოტ­რი­კა­ძე
არ­ბიტ­რი: ფ. ვი­ო­რე­რი (ავ­ს­ტ­რია)

12.12.1973. ლონ­დო­ნი. უაით ჰართ ლა­ი­ნი
ტო­ტენ­ჰე­მი-დი­ნა­მო 5:1
1:0 მაკ­გ­რა­თი (29), 2:0 პი­ტერ­სი (46), 3:0 ჩი­ვერ­სი (52) 3:1 ებ­რა­ლი­ძე (55), 4:1 პი­ტერ­სი (62), 5:1 ჩი­ვერ­სი (77)
დი­ნა­მო: გო­გია, ძო­ძუ­აშ­ვი­ლი, ხურ­ცი­ლა­ვა, ჭე­ლი­ძე, ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი, ებ­რა­ლი­ძე, მ. მა­ჩა­ი­ძე, ასა­თი­ა­ნი, გუ­ცა­ე­ვი (73. ლ. ნო­დია), გ. ნო­დია, ყი­ფი­ა­ნი.
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი
არ­ბიტ­რი: რ. ვი­ლი­ა­ნი (საფ­რან­გე­თი)

...ექ­ვ­სი წლის მე­რე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" კვლა­ვაც მო­უ­წია ინ­გ­ლი­სურ კლუბ­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ, თა­ნაც კლუბ­საც ხომ გა­აჩ­ნია: 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს "ლი­ვერ­პუ­ლი" სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თის გრან­დად!

და აი, ასეთ გუნდს "დი­ნა­მომ" სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აჯო­ბა და 1979 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს და­უ­ვიწყა­რი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა. ჩემ­პი­ონ­თა თა­სის 1/16 ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სტუმ­რად 1:2 წა­ვა­გეთ (გო­ლი: ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძე).

აი, სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­ში კი კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მი­სა და 103 000 (!) მა­ყუ­რებ­ლის "თან­ხ­ლე­ბით", "დი­ნა­მომ" თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­მი უპა­სუ­ხო გო­ლი (ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი, რა­მაზ შენ­გე­ლია, ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძე) გა­ი­ტა­ნა ლე­გენ­და­რუ­ლი რეი კლე­მენ­სის კარ­ში!

ლონ­დო­ნური ტრი­უმ­ფი და ნი­უ­კას­ლის კოშ­მა­რი
ინ­გ­ლი­სე­ლებ­თან მომ­დევ­ნო და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ნაკ­ლებ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თუ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო არა მხო­ლოდ "დი­ნა­მოს", არა­მედ, სა­ერ­თოდ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში: 1981 წელს, თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში მე­ტო­ქედ კი­დევ ერ­თი ლონ­დო­ნუ­რი გუნ­დი, "ვესტ ჰემ იუნა­ი­ტე­დი" გვერ­გო და ეს ეტა­პიც დავ­ძ­ლი­ეთ!

პირ­ვე­ლი მატ­ჩი კი, 4 მარტს რომ ჩა­ტარ­და ლონ­დონ­ში, იმის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა იყო, თუ რო­გო­რი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ ნო­დარ ახალ­კა­ცის და­მოძღ­ვ­რილ "დი­ნა­მო­ში" - ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძემ, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ევ­მა და რა­მაზ შენ­გე­ლი­ამ (დუბ­ლი) ხომ ერ­თი-მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი გო­ლე­ბი გა­ი­ტა­ნეს, სა­ერ­თოდ, ისე­თი ტაქ­ტი­კა მო­ვახ­ვი­ეთ თავს მას­პინ­ძ­ლებს, რომ ბო­ლომ­დე გონს ვერ მო­ეგ­ნენ.

გო­ლი არ გა­უ­ტა­ნია, მაგ­რამ ზღაპ­რუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და­ვით ყი­ფი­ან­მა და, სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლა დი­ნა­მო­ელ­მა და სა­ბო­ლოო შე­დე­გიც (4:1 - ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ), სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი იყო.

მარ­თა­ლია, სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში 0:1 დავ­თ­მეთ, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო: "დი­ნა­მო" თა­სე­ბის თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და, მე­რე - ფი­ნალ­შიც და ბო­ლოს, ეს მარ­თ­ლაც ლა­მა­ზი ზღა­პა­რი დი­უ­სელ­დორ­ფის ტრი­უმ­ფით დამ­თავ­რ­და!

...აი, რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე ინ­გ­ლი­სე­ლებ­თან უკა­ნას­კ­ნელ და­პი­რის­პი­რე­ბას, სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვათ, ამ მატ­ჩის გახ­სე­ნე­ბაც კი არ გვინ­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 2004 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, უეფას თა­სის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ "ნი­უ­კას­ლი"-"დი­ნა­მოს" მატ­ჩის მო­ნა­წი­ლე 2 ფეხ­ბურ­თე­ლი დღე­საც "დი­ნა­მო­შია" (გი­ორ­გი შა­ში­აშ­ვი­ლი, და­ვით კვირ­კ­ვე­ლია) და, ალ­ბათ, კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ, თუ რამ­ხე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­დ­ნენ მას­პინ­ძ­ლე­ბი.

შე­საძ­ლოა ვცდე­ბით, მაგ­რამ, რო­მე­ლი­მე ჩვე­ნი გუნ­დი მე­ტო­ქეს ასე და­ე­ჩაგ­როს, მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, ალ­ბათ, ერ­თი-ორი თუ იქ­ნე­ბა: "ნი­უ­კას­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში იყ­ვ­ნენ "და­სახ­ლე­ბულ­ნი" და შე­ტე­ვას შე­ტე­ვა­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ.

ჩვენ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი შვე­ბა ის თუ იქ­ნე­ბო­და, რომ აშ­კა­რად "მი­სა­ღე­ბი" ან­გა­რი­შით (0:2) წა­ვა­გეთ და თავს იმი­თაც "ვიმ­შ­ვი­დებ­დით", რომ "ნი­უ­კას­ლის" ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ალან ში­რერ­სა და კრე­იგ ბე­ლა­მის მხო­ლოდ თი­თო-თი­თო გო­ლი გა­ვა­ტა­ნი­ნეთ.

მაშ, ასე: ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე ინ­გ­ლი­სურ კლუ­ბებ­თან "დი­ნა­მოს" წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ბა­ლან­სი აქვს (2 მო­გე­ბა, 1 ფრე, 4 წა­გე­ბა, ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა - 10-12), მაგ­რამ ის 2 გა­მარ­ჯ­ვე­ბა ("ლი­ვერ­პულ­თან" და "ვესტ ჰემ­თან") მა­ინც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია...

P.S. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ-ავ­ს­ტ­რი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბებს, ამა­ზე "დი­­ლა"-"რა­პი­დის" სა­პა­სუ­ხო მატ­ჩის წინ ვი­სა­უბ­როთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო VS ტოტენჰემი - ასეთ გუნ­დ­თან შეხ­ვედ­რას დი­დი ხა­ნია ვე­ლით
რაპიდი VS დილა - ავსტრიაში გორელებს 500 ქარ­თ­ვე­ლი უქომაგებს
როგორ იხსენებს პატ ჯენინგსი 40 წლის წინანდელ "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპალიგის პლეი ოფის წინათქმა: ჯგუფში ორი გუნდით - მითი თუ რეალობა?--------------------მითი და ფანტასტიკა...
giorgi
12:12 22-08-2013
0

სიახლეები პოპულარული