დინამო VS ტოტენჰემი - ასეთ გუნ­დ­თან შეხ­ვედ­რას დი­დი ხა­ნია ვე­ლით

AutoSharing Option
22 აგვისტოს გამოჩნდება, რა დონეზეა ამ ფორმაციის "დინამო" - ევროპალიგის პლეი ოფში თბილისელთა მეტოქე, ინგლისური "ტოტენჰემი", ლაკმუსის ქაღალდად ნამდვილად გამოდგება.

ლონდონურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლების გათამაშებაში შესანიშნავი თამაშითა და გარეთ ბეილით დაგვამახსოვრა თავი.

სხვათა შორის, "დეზებს" ("ტოტენჰემის" მეტსახელი) მსოფლიოში ცნობილი "ფეისები" ქომაგობენ - მსახიობი ჯუდ ლოუ, მომღერლები - ადელი და ჯესი ჯეი, ჯგუფ "ჯენეზისის" ლეგენდა ფილ კოლინზი...

Sportall.Ge

მატჩის წინა დღეს "დინამო-არენის" მედიადარბაზში დინამოელთა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე თბილისელთა მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ტრავმისგან განკურნებული ირაკლი ძარია წარსდგნენ.

Sportall.Geდუ­შან
უჰ­რი­ნი: ხომ ნა­ხეთ, ყა­რა­გან­დამ სელ­ტიკს მო­უ­გო...

- სა­კა­მა­თო არაა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი მატ­ჩი გვექ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ასეთ გუნ­დ­თან შეხ­ვედ­რას დი­დი ხა­ნია ვე­ლო­დი.

ცხა­დია, მე­ტო­ქეს სა­თა­ნა­დოდ ვა­ფა­სებთ და მშვე­ნივ­რად ვი­ცით, რა დო­ნის გუნ­დ­თან გვი­წევს და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე ვთა­მა­შობთ და ჩვე­ნი მი­ზა­ნი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვაა.

და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გი მო­გე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ა­მი­სოდ თი­თო­ე­უ­ლი დი­ნა­მო­ე­ლი ხვალ ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლებს.

- სხვა გუნ­დებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი მე­ტო­ქე შეგ­ხ­ვ­დათ...
- არ მინ­და, "ტო­ტენ­ჰე­მი" სხვებს შე­ვა­და­რო. ყვე­ლამ იცით, რომ გუ­შინ ყა­რა­გან­დის "შახ­ტი­ორ­მა" გლაზ­გოს "სელ­ტი­კი" და­ა­მარ­ცხა.

ერ­თ­მა­ნეთს არც "სელ­ტიკ­სა" და "ტო­ტენ­ჰემს" ვა­და­რებ, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

იმა­საც კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პლეი ოფი სულ სხვა რან­გის ტურ­ნი­რია, ვიდ­რე ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მაგ­რამ ჩვე­ნი მი­ზა­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბაა.

- ჩის­კომ "სტი­ა­უ­ას­თან" 11-მეტ­რი­ა­ნი გა­ა­ფუ­ჭა და პე­ნალ­ტის­ტის შეც­ვ­ლას ხომ არ აპი­რებთ?
- ვნა­ხოთ, ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით.

- თუ ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი 2 გოლს გაგ­ვი­ტა­ნენ, ტაქ­ტი­კას ისე გა­და­აწყობთ, რომ ბევ­რი აღარ გა­უშ­ვათ?
- ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვე­ნი მი­ზა­ნი გარ­თულ­დე­ბა, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბით, ლონ­დო­ნე­ლებს 2 ბურ­თი გა­ვუ­ტა­ნოთ.

Sportall.Geირაკ­ლი ძა­რია: უმ­ძი­მე­სი 90 წუ­თი გვე­ლის
- ტრავ­მის გა­მო გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­მიც­და. სულ ერ­თი კვი­რაა, რაც გუნ­დ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ და უკ­ვე სა­თა­მა­შოდ მზად ვარ, მაგ­რამ "ტო­ტენ­ჰემ­თან" გა­ვალ თუ არა, ეს მხო­ლოდ მწვრთნე­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია.

შან­სი თუ მო­მე­ცე­მა, თავს არ დავ­ზო­გავ და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ტო­ტენ­ჰემს", მას ზედ­მე­ტი წარ­დ­გე­ნა არ სჭირ­დე­ბა. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რა დო­ნის მე­ტო­ქეა და ბუ­ნებ­რი­ვია, უმ­ძი­მე­სი 90 წუ­თი გვე­ლის.

ყვე­ლა­ნი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიბ­რ­ძო­ლებთ, რომ "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მო­სუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­როთ.

* * *
პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ "დი­ნა­მოს" ვარ­ჯი­ში და­იწყო, რო­მელ­საც მე­დია მხო­ლოდ 15 წუ­თი და­ას­წ­რეს.

მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას დის­კვალი­ფი­კა­ცი­ის ან სხვა მი­ზე­ზით გა­მო­ტო­ვე­ბენ: ლე­ვან ხმა­ლა­ძე გუნდს ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის სიმ­რავ­ლის გა­მო ვერ და­ეხ­მა­რე­ბა, ომარ მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა კი მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­სე­ზონ­ში უკ­ვე ითა­მა­შა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" სა­ხე­ლით და "დი­ნა­მოს" გა­ნაცხად­ში ვერ მოხ­ვ­დე­ბა.

"ტო­ტენ­ჰემ­თან" მატ­ჩის­თ­ვის ეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან:

მე­კა­რე­ე­ბი: გი­ორ­გი ლო­რია, ლე­ვან ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ზარ­ქუა;
მცვე­ლე­ბი: გი­ორ­გი სე­თუ­რი­ძე, და­ვით ხურ­ცი­ლა­ვა, გი­ორ­გი შა­ში­აშ­ვი­ლი, გი­ვი კვა­რაცხე­ლია, უს­ტა­რი­ცი, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი, დარ­კო გლი­ში­ჩი, და­ვით კვირ­კ­ვე­ლია;
ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი: ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძე, ირაკ­ლი ძა­რია, გი­ორ­გი პა­პა­ვა, ირაკ­ლი ლექ­ვ­თა­ძე;
თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი: პატ­რიკ ვუო, ჯა­ბა დვა­ლი, ლა­შა შინ­და­გო­რი­ძე, და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა, გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი, ჩის­კო, დო­რინ გო­გა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრე ვი­ლაშ-ბო­აში: სტრატეგიაზე ჯერ არ გვიფიქრია
ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის წი­ნათ­ქ­მა: ჯგუფ­ში ორი გუნ­დით - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
როგორ იხსენებს პატ ჯენინგსი 40 წლის წინანდელ "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს
"12 დე­კემ­ბ­რის მო­ლო­დინ­ში" - რას წერდა ლელო 40 წლის წინათ...
მკითხველის კომენტარები / 9 /
უკვე 5 ნოლს ვაგებტ რაგვესჰველება
muradi
21:51 22-08-2013
0
დაშალეთ საერთოდ დინამო, გააუქმეთ, მოსპეთ, ეგ გუნდი კი არა არის ნახირი.
mister
21:28 22-08-2013
0

სიახლეები პოპულარული