გიორგი ლორია "დნიპროში" მიდისო.. - "დინამო" ამ ამბავს ასაიდუმლოებს

AutoSharing Option
2013 წლის დასაწყისში ნათამაშები რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩის (განსაკუთრებით, ესპანეთის ნაკრებთან) შემდეგ გიორგი ლორიას შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო.

რა ვარიანტი აღარ განიხილებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე დღესაც თბილისის "დინამოშია".

თუმცა 26 აგვისტოს საფეხბურთო წრეებში ცნობილმა პირმა "ლელოს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, ლორია მალე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადავიდეს.

მისივე ცნობით, ამ ამბავს "დინამო" მაქსიმალურად ასაიდუმლოებს. თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობსო - ამტკიცებს რესპონდენტი.

იმაში, რომ რომელიმე კლუბი შეიძლება ტრანსფერს ასაიდუმლოებდეს, გასაკვირი არაფერია - ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ამდენად, შესაძლოა, კლუბებს შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ერთია ინფორმაცია, ხოლო მეორე - რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?

ცხადია, ინფორმაციისთვის თბილისის "დინამოსაც" მივმართეთ.

"ვიცით, რომ ასეთი ხმები გავრცელდა, მაგრამ ლორიას ტრანსფერზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს", - გვითხრეს კლუბში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში? თემურ ქეცბაია გადარეულია... [VIDEO]
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი
მკითხველის კომენტარები / 4 /
გასაიდუმლოება გუნდი რომ თამაშობს მაშინ ფასობს ისეკი ფიარია,ტრაკა ტრუკი
tetia qartleli
10:48 28-08-2013
0
რეალობას ნუ ჰკარგავთ ქართველებო ხუთი ბურთით გადირკეს და თუნდა ბოტაფაგოში წაიყვანონ სერგო კოტრიკაძის და ანზორ კავაზაშვილის კიფერობამდე შორსაა,რევიშვილი რაღაც იმედებს იძლევა,მაგრამ თუ გუნდ საქმე ვერ მისდის ზოგჯერ შიშიანობაში ვარდება,ეს სენი კი ყველა ტანამედროვე ქართული გუნდის სენია,მგონი დილას გამოკლებითე.ნეტავ არ ვცდებოდე,ღვთის მადლით,დღეს გამოჩნდება-ჭეშმარიტება.ნუკრის ვურჩევდი,დროს რომ ჭიმავს,ჭკუით გაჭიმოს,ყველა ხედავს და ერთ,გუნდისთვისწ კრიტიკულ მომენტში რეფერიც დაინახავს წითელი ბარათით.ცოტა გამბედაობაც აიღოს თავის თავზე,მეკარე მთავარია დაცვაში,რომ დაირიალებს,შეუსწორებს,Dაცვა თუ არ დაუჯერებს ის დაცვა არაა.
Basa-Tsiteli furiis qveynidan
10:27 28-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული