ვენის "რაპიდთან" თბილისური მატჩისთვის რომან ახალკაციც ემზადება

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპალიგის პლეი ოფში ვენის "რაპიდთან" საპასუხო შეხვედრას 29 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" გამართავს. ამ მატჩისთვის გორელები საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" ემზადებიან.

26 აგვისტოს გამართულ ვარჯიშზე გუნდთან ერთად იყო რომან ახალკაციც.

33 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივშიც" უთამაშია, გორელია და კარიერა სწორედ "დილაში" დაიწყო. ახალკაცმა წინა ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპიც გორულ კლუბში ითამაშა და შარშან გუნდი ევროპალიგის პლეი ოფში რომ გავიდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანა. იანვრიდან კი "მეტალურგში" გადავიდა.

ახალკაცის რუსთავური ოდისეა ხანმოკლე გამოდგა - ზაფხულში "მეტალურგის" ახალმა
მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე რომ გაუშვა, ახალკაციც მათ შორის აღმოჩნდა.

ის ორი თვე უგუნდოდ იყო და ახლაღა დააბრუნეს მშობლიურ "დილაში", რამაც ძალიან გაახარა.

ახალკაცი უკვე მიმდინარე ევროპალიგის განაცხადშიცაა და ავსტრიაში გასამგზავრებელი ვიზაც ჰქონდა, მაგრამ მცირე ტრავმის გამო შინ დარჩენა მოუწია. ახლა კი უკვე მეორე დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "რაპიდთან" შესახვედრად ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული