მართლაც, "ფეისბუქზე" "დილა"-"რაპიდის" საპასუხო მატჩის წინ ერთი საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა. გადავწყვიტეთ, არ მოგვეცადა და რუბრიკა ამ კვირაში ორჯერ შემოგვეთავაზებინა. დღეს სპეცგამოშვებაა, ხოლო ხვალინდელ ნომერში ჩვეულებრივად ერთგვერდიან "ტაიმლაინს" იხილავთ.
რომელ ფოტოზე ვწერთ, თავადაც ხედავთ. გამჭრიახ გულშემატკივარს კარგ დროს გაუხსენებია, რომ იოსებ სტალინი გორელი იყო, ხოლო ადოლფ ჰიტლერი - ავსტრიელი.
მათი ცნობილი ფრაზები "დილა"-"რაპიდის" შეხვედრასაც
იოსებ სტალინი:
"არ არის დედამიწაზე ციხესიმაგრე, რომლის აღება მშრომელებს არ შეუძლიათ."
..."დილას" 0:1 აქვს აღმოსაფხვრელი.
"არცერთი ნაბიჯი უკან! ახლა ასეთი უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწოდება."
..."დილას" მინიმუმ ერთი გოლი აქვს გასატანი, უნდა შეუტიოს.
"ჩვენი საქმე მართალია, მეტოქეს გავტეხთ, გავიმარჯვებთ!"
"ყველაფერს კადრები წყვეტენ".
ვნახოთ, გორელებს უკეთესი კადრები ჰყავთ თუ ვენელებს.
"ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. ეს არასწორია. მოგებულები უნდა განვსაჯოთ, გავაკრიტიკოთ. ეს საქმისთვისაც სასარგებლოა და თავად გამარჯვებულთათვისაც: უფრო თავმდაბლები იქნებიან."
ადოლფ ჰიტლერი:
მას მერე, რაც ჰიტლერმა ევროპის რამდენიმე ქვეყანა დაიპყრო, გერმანიისა და ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატები გააერთიანა. იცით, ვინ გაიმარჯვა პირველივე სეზონში (1940-41 წლებში)? "დილას" დღევანდელმა მეტოქემ, ვენის "რაპიდმა".
გთავაზობთ ჰიტლერის მხოლოდ ერთ ფრაზას, რომელიც მატჩის წინ ერთგვარ მოწოდებად გამოდგება:
"ვისაც სიცოცხლე უნდა, უნდა იბრძოლოს. ვისაც წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა, სიცოცხლის უფლება არა აქვს".
29 აგვისტოს თბილისში გადამწყვეტი ბრძოლაა, "დილასა" და "რაპიდის" მატჩში გამარჯვებული ევროპალიგაზე კიდევ დიდხანს "იცოცხლებს", წაგებული კი მომავალ ზაფხულამდე ევროპისთვის არსებობას შეწყვეტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა VS რაპიდი - ვუქომაგოთ და გავიხაროთ!