მას ისეთი ცნობილი ფეხბურთელების გვერდით უთამაშია, როგორებიც იყვნენ ვლადიმირ მუნტიანი, ვლადიმირ ფედოტოვი, ბერადორ აბდურაიმოვი...
კარიერის დასრულების შემდეგ ხუციშვილი, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა, იყო მთავარი მწვრთნელი გორის "დილაში", "შევარდენი 1906-ში", თსუ-ში, "ვიტ ჯორჯიაში". ამჟამად ბატონი გუჯა "ვიტ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორია.
გამოცდილი სპეციალისტი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა მწირი ფინანსებია.
"1965 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიდან ოლიმპიურში გადამიყვანეს. კარგად მახსოვს,
სამწუხაროდ, ბოლოს ოლიმპიადაზე ჩვენს ნაცვლად საბჭოთა კავშირის ნაკრები გაუშვეს, მაგრამ ეს დრო დაუვიწყარიც იყო და ახლანდელი გადასახედიდან - საყურადღებოც. ყველა მოთამაშე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვიყავით, ნაკრებებს "ჩიტის რძეს" არ აკლებდნენ. ასევე იყო კლუბებშიც. მაგრამ იმ უზარმაზარი იმპერიის ნაკრებები და გუნდებიც ვერ აღწევდნენ ყოველთვის წარმატებებს...
მსგავსი კი არა, ამის ნახევარი პირობები რომ იყოს დღეს, ქართული ფეხბურთი ბევრად მაღალ დონეზე იქნებოდა. ჩვენს ფეხბურთს ბევრი პრობლემა აწუხებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ესაა - თანამედროვე მოთხოვნებს ძალიან ჩამოვრჩით, რაც მწირი ფინანსების შედეგია.
ცხოვრება წინ მიდის, ათასგვარი მეცნიერული მიღწევა ინერგება, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს ბრალი, მთავარი - ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობაა...
ყველა ვხედავთ, რომ გუნდები სულს ღაფავენ, ბევრს ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალება არ გააჩნია, მოთამაშეთა უმრავლესობას კი - კარგად მომზადების პირობა. ამ ყველაფრის მერე ძლიერ ნაკრებებზე ოცნება არარეალურია. მე ბევრი ნიჭიერი მოთამაშე მინახავს, რომელმაც ასეთ ფეხბურთს სხვა სფეროში მუშაობა ამჯობინა. ესაა უმთავრესი პრობლემა, ფეხბურთი კი გამონაკლისი ვერ იქნება, მასაც ქვეყნის მსგავსად უჭირს.
"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე გუნდისთვის ბევრს წვალობს, მაგრამ სახელმწიფო გვერდში თუ არ დაუდგა, მას და კერძო კლუბების მეპატრონეებს გაუჭირდებათ. ლაპარაკი პატრიოტიზმსა და ენთუზიაზმზე სიყალბეა - ფეხბურთს ფული სჭირდება და არა ლოზუნგები.
რაც არ უნდა ვიტრიალოთ, ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ", - ამბობს ელგუჯა ხუციშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"