თავისუფალი თორნიკე გორგიაშვილით გორის "დილა" დაინტერესდა

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და მისი მოთამაშის, თორნიკე გორგიაშვილის ხანგრძლივი დავა 2 სექტემბერს დასრულდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა გორგიაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კლუბთან მისი კონტრაქტი ბათილად ცნო.

სააპელაციო კომიტეტმა (თავმჯდომარე თამარ წერეთელი, წევრები - დავით ქარსელაძე, გიორგი ციხისთავი) გააუქმა ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის კომიტეტის 2013 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება, 2012 წლის 20 აგვისტოს "ზესტაფონსა" და თორნიკე გორგიაშვილს შორის დადებული ხელშეკრულება გააბათილა და ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭა.

იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ გორგიაშვილისა და "ზესტაფონის" დავა 2013
წლის 5 ივლისს დაიწყო, როცა ფეხბურთელმა საჩივარი შეიტანა სფფ-ის ფეხბურთელის სტატუსისა და ტრანსფერის კომიტეტში, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ გორგიაშვილმა სფფ-ის სააპელაციო კომიტეტს მიმართა და საწადელსაც მიაღწია.

და ბოლოს: გორის "დილას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა - რადგან გორგიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, სიამოვნებით დავიმატებთ, სირცხვილია, ასეთი დონის ფეხბურთელი უგუნდოდ იყოსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონთან" ბრძოლას აგრძელებს
ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!
თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 6 /
ანუ დავა მოუგო ზესტაფონს? ასეთი პრეცენდენტი მემგონი პირველია საქართველოში :)
chveulebrivi
12:08 03-09-2013
0
ვაააუ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული