გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

დევდარიანმა, სხვასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებასა და მენტალურ პრობლემებზეც ისაუბრა.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, რაიმე პატარა მიღწევის შემთხვევაში უფრო ხშირად ამით კმაყოფილდებიან და წინსვლას აღარ განაგრძობენ - ეს საქართველოში სპორტული აღზრდის პრობლემაა თუ ზოგადად, ეროვნული მენტალიტეტის თავისებურება?
- მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები
ჩატარდა, სადაც 90 პროცენტი ჩაიჭრა. ამდენად, როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, მენტალიტეტის შეცვლა ალბათ განათლების სფეროს პირდაპირი პრეროგატივაა.

ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.

ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ს ყიდვის შემთხვევაში ამოწურავს თავის მოტივაციას.

ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.

ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ...

იხილეთ სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემო გიორგი კარგი კაცი ხარ ,კარგად ლაპარაკობ,მაგრამ შენ თვითონ რას მიაღწიე,რა წარმატებები გქონია კარიერაში? არაფერი ეს ფაქტია,ამბობ ფეხბურთში ვმუშაობო,კი ბატონო მუშაობ,მაგრამ მაჩვენებელ და მარგი ქმედების კოეფიციენტი შენი 0-ის ტოლია,შენ ფასეული არა ხარ,ანუ არაფრისთვის მიგიხწევია.ევროპული დონის საშუალო მწვრთნელის მესამედიც არა ხარ და რა აზრი აქვს შენს გამონათქვამებს ჩემამდე არ დადის,კი ბატონო მიაღწიეთ რამეს,შექმენით რამე,საქართველოში არ არის ამის პირობები,საზღვარგარეთ წადით და იქ მიაღწიეთ რამეს,ანუ რამე გააკეთედ და ამის მერე ექნება თქვენს სიტყვებს ფასი,ეს ყველაფერი ეხება ყველა ქარტველს,რომლებსაც დიდ სპეციალისტებად მოაქვთ თავი.სინამდვილეში კი მათ და ასევე თქვენც არაფერი ღირებული არ შეგიქმნიათ.
roma
15:57 09-09-2013
0
roma შენ ან ძალიან პატარა ხარ ან კიდევ ეხლა დაიწყე ფეხბურთის "კითხვა" სჰენ ალბათ კვერცხში წიოდი მაგ დროს დევდარიანს რა გუნდიც ყავდა! "თბილისის თბილისი" ! გახსოვს ეს გუნდი? ან არავის მოუყოლია მაინც ამ გუნდზე?! 16-17 წლის ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატში რა ქნეს? რომ გადახნეს ყველა და ყველაფერი თითქმის იმ წელს ჩემპიონატში! შენ მაგარი ბოღმა ვიგაც ხარ! კაცმა თავის აზრი გამოთქვა და შენ გამოხტი და აკრიტიკებ აქ! შენ რას მიგიხწევია ერთი! რით ასახელე საქართველო?! რაში გამოადექი საქართველოს? ან სცადე მაინც გამოსდგომოდი?
juve-nedved
14:46 12-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული