საგანგაშო დასკვნა გორის "დილას" ფინანსების შესახებ

AutoSharing Option
2013 წლის 3 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრძანებით, "საფეხბურთო კლუბ "დილას" 2013 წლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების" შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

კომისიის შემადგენლობაში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ციცო ორჯონიკიძე (თავმჯდომარე), გამგებლის მოადგილე ნინო წეწვაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ზაქარია ნასყიდაშვილი და იურისტ-კონსულტანტი - ივანე ბალახაშვილი შედიოდნენ.

სამუშაო ჯგუფმა მუშაობა 2013 წლის 26 ივნისს დაასრულა.

"დაწესებულების ბრძანებით, სხვადასხვა დროს მივლინებულნი არიან მწვრთნელები და გუნდი, თუმცა გუნდის წევრები არ არიან შრომით ურთიერთობებში დაწესებულებასთან, რაც გამორიცხავს მათ მივლინებაში
წასვლას.

ამასთან, ბრძანებებიდან იკვეთება, რომ გარდა სამივლინებო ხარჯებისა, მივლინებაში მყოფ ადამიანებს კვების ხარჯი ეძლევათ, რაც არასწორია, რადგან მივლინების ხარჯები მოიცავს კვების ხარჯებსაც; მივლინების გაცემა ხდება ერთ პიროვნებაზე გამოწერის გზით, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს; მივლინების ბარათებზე არ არის დატანებული ბრძანების ნომრები და თარიღი. არ ჩანს საწვავის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაწესებულებაში არ აქვს ადგილი ბიუჯეტის, მისი ცვლილებების, საშტატო განრიგის და მისი ცვლილებების ბრძანებით დამტკიცებას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ხარჯების და საერთოდ, მისი საქმიანობის გამჭვირვალობას;

დაწესებულების დოკუმენტაციიდან იკვეთება, რომ მისი ხარჯები დაყოფილია ორ ნაწილად - დაწესებულების და კლუბის ხარჯებად, რაც დაუშვებელია და იწვევს ქაოსს.

დაწესებულება, როგორც ერთიანი ორგანიზებული წარმონაქმნი, ერთიან საქმიანობას უნდა ეწეოდეს, რის გამოც თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა სახის გაუგებრობა. მაგალითად, დაწესებულების საშტატო განრიგში, რომელიც საფუძვლად უდევს სუბსიდიის ოდენობის განსაზღვრას, არ არის დირექტორის თანამდებობა;

დაწესებულებაში თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია ცხრა ერთეულით 2013 წლის თებერვლიდან ისე, რომ არ არის შესაბამისი თანხები გათვლილი მათი სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად.

დაწესებულებაში დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლების სახელფასო ოდენობა აღემატება გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ სუბსიდიას, რაც გაუგებარს ხდის, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელფასო დავალიანებების დაფარვა.

ამასთან, აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ასევე სახელფასო უწყისებში, სადაც ხელფასების ოდენობა ნაჩვენებია ხელზე ასაღები თანხის ოდენობით და შემდეგ ზეპირად არის დათვლილი საშემოსავლო გადასახადი;

ხელფასების გაცემა წარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა სახელფასო უწყისებზე არ არის ხელფასის გაცემის თარიღი და ხელმოწერები დატანილი; არის შემთხვევები, როცა სახელფასო უწყისში არ არის ჩაწერილი თანამდებობრივი პოზიცია;

ხშირია შემთხვევები ხელფასის წინასწარ გაცემის შესახებ, რაც გამორიცხავს დასაქმებულთა ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელებას.

დაწესებულებაში გაცემულია პრემიები ცალკეულ თანამშრომლებზე, თუმცა შესაბამის ბრძანებებში არ არის მოცემული მათი გაცემის საფუძველი; დაწესებულებიდან გაცემულია ერთჯერადი დახმარება, თუმცა გაურკვეველია მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

ერთ შემთხვევაში გაცემულია "პრემიალური დავალიანება", თუმცა არანაირი დოკუმენტაცია მისი გაცემის საფუძვლების შესახებ დოკუმენტაციიდან არ იკვეთება", - წერია ანგარიშში.

გამგეობის მიერ შედგენილ ანგარიშში სხვა ხარვეზებზე, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის, დადებული ხელშეკრულების გაფორმების წესის და შინაარსის და ა.შ. ფაქტებზეა გამახვილებული ყურადღება.

საბა წიწიკაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

წყარო: qartli.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
აგრძელებთ დანგრევასა სახელმწიფოს გამყიდველებო არა, ფეხბურთსაც მისწვდით უკვეე?
gaga
17:04 11-09-2013
0
იანვრის თვიდან ფეხბურთელებს 3 და ზოგს 4 თვის ხელფასები ქონდათ ასაღები...სად მიდიოდა ფული...ხელფასები კი გაიცა მაისის ბოლოს,მაგრამ პრემიები თვითონ ჩაიდეს ჯიბეში...
გირშელი
20:49 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული