"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას" "ვერცხლოსნებიც" იწყებენ!

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, სპორტკომპლექს "არენაზე", "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" "ვერცხლის" გათამაშების I ტურის მატჩები გაიმართება:











14:00 - "ლილო 1" - Georgian Manganese (ჭიათურა)
15:00 "ნატახტარი - 2"- Georgian Manganese (ზესტაფონი)
16:00 - საქართველოს ბანკი - იუსტიციის სამინისტრო
17:00 - ს/კ უნივერსიტეტი - BP Georgia
18:00 - "ქართუ ბანკი" - "ერისთავის იურიდიული ჯგუფი - 2"
""VTB ბანკი" პირველ ტურში ისვენებს.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" რიგით მეექვსე გათამაშებამ 6 ოქტომბერს, "ოქროს ლიგაში" მონაწილე გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი. ამავე დღეს გამოვლინდა სუპერთასის მფლობელიც. გასული სეზონის "ოქროს
ლიგის" ჩემპიონი "ნატახტარი" თასის გამარჯვებულს, "პატრულის" გუნდს დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3“ და ინტერნეტპორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www.geosports.ge.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ჩემპიონატია. გირჩევთ ითამაშოთ
0

სიახლეები პოპულარული