"ვიტყვით, როგორ განიავდა ფეხბურთისთვის გამოყოფილი სახელმწიფოს 16 მილიონი..."

AutoSharing Option
3 დეკემბერს გამართულმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ყრილობაზეც იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრის ყრილობაზე 7 დელეგატიდან ოთხმა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, კახაბერ ებრალიძეს მისცა ხმა.

თუმცა ალტერნატიულმა კანდიდატმა, "გურიის", თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა გია ჩხაიძემ (რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა) და მისმა მომხრეებმა სფფ-ის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

3 დეკემბრამდე გაურკვეველი იყო, არჩევნების შედეგები დაკანონდა თუ არა. მაშინ "ლელოს" ლანჩხუთის "გურიის" სპორტულმა დირექტორმა თემურ ალექსაიამ აცნობა, რომ ახალი ყრილობის ჩატარების დროსა და ადგილს
სფფ-ის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დაადგენდნენ...

3 დეკემბერს კი აღმასკომის წევრმა მურად ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ გურიის საკითხზე იმსჯელეს, დარღვევები ვერ აღმოაჩინეს და ყრილობის შედეგები დააკანონეს.

"ლელოს" დაუკავშირდა "გურია 2000"-ის წარმომადგენელი ნუგზარ ცინცაძე, რომელსაც ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ცინცაძემ აღმასკომის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა:

"ყრილობის კანონიერებას არ ვცნობდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაცვას უბრძანეს, დარბაზში არ შევეშვი. ხმა კი იმ ადამიანს მიაცემინეს, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა.

ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ ამ უკანონობებზე ფედერაციის წარმომადგენლებმა რეაგირება არათუ არ მოახდინეს, არამედ ამ ყველაფერში თავად მონაწილეობდნენ.

მიმაჩნია, რომ სწორედ ამ მიზნით დაინიშნა ყრილობა თბილისში და არა - გურიაში.

უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გავმართავთ და ყველაფერს ვიტყვით, კერძოდ, როგორ განიავდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან გამოყოფილი 16 მილიონი ლარი, სფფ-ის არჩევნებში რომელი პოლიტიკური ძალა ვის სასარგებლოდ ერეოდა, ვინ ვის ლობირებდა და რა მოტივით.

როცა ამაზე ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან დავიწყეთ ლაპარაკი, სიუჟეტი დაბლოკეს და თავი გაიშიფრეს - გასაგებია, ვის ემსახურებიან.

რევოლუცია ყოველთვის ლანჩხუთიდან იწყებოდა და რადგან სფფ-ის ხელმძღვანელობა ახალ რეალობაშიც ვერ მოეგო გონს, ვპირდებით, რომ რევოლუციას მიიღებენ".

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს დაწყებულ პროცესებზე ლანჩხუთის "გურიის" მაშინდელ განცხადებაში ასეთი მინიშნება იყო:

"გრფფ-ის ყრილობის პარალელურად, სფფ-ის სხვა სუბიექტის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა გაიმართა, რომელსაც უფლებამოსილი პირები არ ესწრებოდნენ (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრების უმრავლესობა - რედ).

საქმე გვაქვს იურიდიულ ნონსენსთან, რომლის მიხედვითაც, სფფ-ის მესვეურების მხრიდან საქმისადმი ტენდენციური მიდგომა იგრძნობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "საჯარო რეესტრი" უკანონობას დროულად აღკვეთს".

"ყრილობა წესების დაცვით ჩატარდა და აღმასკომის წევრებმა მისი შედეგები ამიტომაც დაამტკიცეს. დარღვევები რომ არ ყოფილა, ეს ფედერაციის იურიდიულმა სამსახურმა აღნიშნა", - გვითხრა გრფფ-ის გენერალურმა მდივანმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება
ყრილობა და შფოთი გურიაში - ლანჩხუთის "გურიას" ხმა არ აქვს!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზესტას გაყალბებული საბუთები
dato
22:12 04-12-2013
0
ბატონო მერაბ, იქნებ ჰკითხოთ ზვიად სიჭინავას და თამარ წერეთელს, მისცემენ თუ არა მთელ გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსს ამჟამად
1111
15:14 04-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული