მისი თქმით, სააგენტო "პროსპორტმენეჯმენტში" სამენეჯერო საქმიანობითაა დაკავებული, რაშიც ოთხი ადამიანი ეხმარება.
"დაახლოებით 30 ფეხბურთელია ჩვენთან დაკავშირებული, მათ შორის, ქართველები, აფრიკელები... კარგი კონტაქტები გვაქვს ნიგერიულ საფეხბურთო სკოლებთან. შესაძლოა, ამ ფეხბურთელებიდან მომავალ სატრანსფერო პერიოდში უკრაინაში სათამაშოდ კიდევ ორი გადავიდეს.
ამჟამად მოლაპარაკება ორი ქართველი ფეხბურთელის, "ზესტაფონის" ნახევარმცველ ლევან შარიქაძისა და "გაგრას" ცენტრალური მცველის, გიორგი გადრანის ტრანსფერზე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ", -
"გაგრას" საპატიო პრეზიდენტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველ გიორგი ჯგერენაიას მომავალზეც ილაპარაკა, რომელიც 2012 წელს "ილიჩევეცში" გამოდიოდა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ დარჩა გიორგი უკრაინული პრემიერლიგის ამ გუნდში და სად გააგრძელებს კარიერას, ჩიხრაძე პასუხობს:
"ახლა ჯგერენაია პირველი ლიგის კლუბ "ნიკოლაევშია". მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ პროგრესირებდეს. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ტექნიკურია. ამავე დროს, მიზანსწრაფული, მონდომებული და პერსპექტიულია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
მაგრამ "ილიჩევეცში" თავის სრულფასოვნად წარმოჩენის საშუალება არ მისცეს, ძირითადში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია".
შარიქაძე 24 წლისაა, "გაგრას" გაზრდილია და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად იწვევდნენ, მაგრამ კარგა ხანს ვერ გაიხსნა. თუმცა წლეულს "ზესტაფონში" წამყვანი ფიგურაა. მართალია, ათლეტიზმით თავს ვერ იწონებდა, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ მოღონიერდა.
"გაგრას" 19 წლის მცველი გადრანი კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ და წლეულს პირველ ლიგაში საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკაც მიიღო - 9 მატჩი ჩაატარა.
ჩიხრაძემ ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო აღიარება გააკეთა - თურმე, "გაგრას" თავდამსხმელ აბაიომი სეუნი ოვონიკოკოს "პსვ ეინდჰოვენი" იწვევდა:
"ჩვენი გუნდის ფილოსოფიაა, მოთამაშეები აღვზარდოთ და დიდი ფეხბურთისკენ გავუხსნათ გზა. მაგალითად, ოქრიაშვილი ამ გუნდის აღზრდილია. ასევე, პროგრესირებს ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო. მისით ადრე სერიოზულად დაინტერესდნენ ჰოლანდიის ჩემპიონატის გუნდები. მათ შორის შემიძლია "პსვ ეინდჰოვენი" დავასახელო.
მაშინ ძალიან ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ოვონიკოკომ ტრავმა მიიღო და უკრაინაში წავიდა.
ნიგერიელი თავდამსხმელი ახლა დროებით "გაგრაში" თამაშობს. მიმაჩნია, რომ მან ფიზიკური კონდიციები აღიდგინა და ევროპულ ფეხბურთს მენტალურად კარგად შეეწყობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ ჯობია და პირველ რიგში თქვენ უნდა ხვდებოდეთ ამას, თუ თქვენი ცოდნის და გამოცდილების კაცი ასე ფიქრობს მაშინ სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ...
თუ რა თქმა უნდა არ ვცდები და ,,ის" მამუკა კვარაცხელია ბრძანდებით...
ბესო ჩიხრაძის შეფასებებებში კიდევ დაგეთანხმებით და დამსახურებებს მეტსაც დავამატებდი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთის უკუსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზზეა საუბარი და ქება და დითირამბები არ მიმაჩნია საჭიროდ...