ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა - კლუბს ლევან შარიქაძე და გელა გოგიტიძე დაემშვიდობნენ.

29 წლის ლევან შარიქაძემ გასულ წელს ბათუმელთა შემადგენლობაში 34 შეხვედრა ჩაატარა, გელა გოგიტიძის ანგარიშზე კი 18 მატჩია.

Sportall.Ge

ორივე მათგანი გასულ სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ აჭარული კლუბი 2019 წლის სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას ბათუმის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მოთამაშეები.

altბათუმის "დინამოში" 10 დღის წინ მოსულმა ევგენი ზუბეიკომ კლუბი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული