ახალაძე ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე იყო, უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდში უთამაშია, შემდეგ კი კარიერა ფუტსალში გააგრძელა და წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
34 წლის კაცს თანადგომა ესაჭიროება. ის ავადმყოფობს და მისმა მეგობრებმა მხარდაჭერა საქველმოქმედო მატჩით გადაწყვიტეს.
ამ კეთილშობილურ საქმეში ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლები გაერთიანდნენ: გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, დავით მუჯირი, გიორგი ლომაია, რევაზ
მატჩი ჩატარდება დევიზით - "ერთად დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს!"
ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის თქმით, მატჩის ორგანიზატორები საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა და ფუტსალის ასოციაციები არიან. გადაწყვეტილია, რომ მატჩი 26 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა კახა ახალაძის სარეაბილიტაციო-სამკურნალო კურსს მოხმარდება. "თი-ბი-სი" ბანკში გახსნილია ანგარიში: TBCBGE22 GE90TB7008717365100011
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"