შერეული ტური ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
15 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება.

პაუზის შემდეგ, რომელიც "არენაში" ჩატარებული, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატით იყო გამოწვეული, კვირას "ოქროს ლიგის" V ტურის სამი შეხვედრა და "ვერცხლის ლიგის" ორი გადადებული დაპირისპირება გაიმართება.

15.12.2013. "ოქროს ლიგა". V ტური

14:00 "პროგრეს ბანკი" - TTC
17:00 "ერისთავის იურიდიული ჯგუფი" - PSP
18:00 DHL - "ალგო"

"ვერცხლის ლიგა" (გადადებული შეხვედრები)

15:00 "VTB ბანკი" - Georgian Manganese (ზესტაფონი)
16:00 "ნატახტარი-2" - BP Georgia

"ოქროს ლიგის" აღნიშნულ ტურში უნდა გამართულიყო "ნატახტარის" პირველი გუნდისა და საქართველოს
უნივერსიტეტის დაპირისპირება, თუმცა გუნდების ურთიერთშეთანხმების შედეგად, შეხვედრა გადაიდო.

"ოქროს ლიგის" თამაშებზე კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ფსონების განთავსება, რომელსაც ლიგის პარტნიორი, ტოტალიზატორი "ევროპაბეთი" შემოგთავაზებთ.

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული