უჩა სოსიაშვილი "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი, 1989 წლის 26 ივლისს დაბადებული უჩა სოსიაშვილი იმუშავებს. მან თავისი სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და 2000 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს თავკაცობდა. ორი წელი იმუშავა საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

წელიწადნახევრის მანძილზე "ავაზას" 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს ავარჯიშებდა. მიმდინარე სეზონის სტარტზე უჩა სოსიაშვილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მისმა დამოძღვრილმა გუნდმა პირველ ლიგაში კარგი შედეგები აჩვენა, გუნდი პირველ ლიგაში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. სამტრედიაში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი სათავეში "დინამოს" მეორე გუნდს ჩაუდგა.

უჩა სოსიაშვილი: "დინამოს" მეორე გუნდი სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 15 იანვრიდან დაიწყებს. თებერვალში შეკრებას, სავარაუდოდ, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გავივლით. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდება, ძირითადად, ფეხბურთელებს დუბლშემადგენლობიდან დავაწინაურებთ; ამავდროულად, მოვლენ სხვა კლუბებიდანაც და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ".

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული