ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი: ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი ახლა ვლადიკავკაზის "ალანიაში" მუშაობს, თუმცა ხანდახან სამშობლოშიც უწევს ყოფნა და ჩვენც ვისარგებლეთ ამით.

თუ რა ფეხბურთელი იყო გუცაევი, ამაზე ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ; იმას კი შეგახსენებთ, რომ ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას უფროსი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.

გუცაევს სანაკრებო ამბებსა და ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ვესაუბრეთ. ის ხომ თვითონ იყო ნაკრების მწვრთნელი და შესაბამისად, გამოუვლია ის სირთულეები, რაც ამ სამუშაოს ახასიათებს.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ვლადიმერ გუცაევი პასუხობს...

- არი­ან, ასე
ვთქვათ, ატ­მოს­ფე­როს მწვრთნე­ლე­ბი, რო­მელ­თაც და­დე­ბი­თი მუხ­ტი შე­აქვთ გუნ­დ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე­თად ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძე მიიჩნევა, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ევ­ზე კი ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის დამ­რი­გებ­ლად რომ და­ი­ნიშ­ნა, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ხის­ტი ურ­თი­ერ­თო­ბა აირ­ჩია და ასეთ­მა მიდ­გო­მამ არ გა­ა­მარ­თ­ლაო. რას იტყო­დით ამა­ზე?

- არ ვი­ცი, სხვი­სი მწვრთნე­ლო­ბის დროს რა ხდე­ბო­და, მე კი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო სი­ტუ­ა­ცია ავირ­ჩიე, ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელ­თან მე­გობ­რუ­ლად ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან. ფეხ­ბურ­თე­ლებს ეს მოვ­თხო­ვე - ფეხ­ბურ­თის მი­მართ იყა­ვით პა­ტი­ოს­ნე­ბი-მეთქი.

ვერ ავი­ტა­ნე ის, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ღა­მის ორ სა­ა­თამ­დე კა­ზი­ნო­ში იყო და მე­რე ამ­ბობ­და - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვა­რო. ვერ ავი­ტა­ნე ის, რომ რო­ცა ავ­ტო­ბუს­ში ხუთ სა­ათ­ზე უნ­და ავ­სუ­ლი­ყა­ვით, ზო­გი ექ­ვ­სის თხუთ­მეტ წუთ­ზე მო­დი­ო­და. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი საჭ­მელს რომ მი­ირ­თ­მე­ვენ, ამის მე­რე მა­გი­დის დამ­ლა­გე­ბელ­მა ისი­ნი არ უნ­და გა­მო­ლან­ძღოს, ეს რა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ა­ნო.

მე ამ ყვე­ლა­ფერს ვებ­რ­ძო­დი, მინ­დო­და, რომ თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით მოპყ­რო­ბო­და თა­ნა­გუნ­დელს, მწ­ვრ­თნელს...

- მა­შინ უთან­ხ­მო­ე­ბა მო­გი­ვი­დათ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას­თან, რო­მე­ლიც შემ­დეგ, ერ­თი პე­რი­ო­დი, აღარ ჩან­და ნაკ­რებ­ში. მა­ინც რა მოხ­და?
- თბი­ლის­ში ალ­ბა­ნეთს ვე­თა­მა­შე­ბო­დით. 0:0 იყო და ქეც­ბაია არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძით შევ­ც­ვა­ლე. მე­რე აჩი­კომ გო­ლი გაიტანა და ის თა­მა­ში 1:0 მო­ვი­გეთ. ამის შემ­დეგ ქეც­ბა­ი­ამ თქვა, გუ­ცა­ე­ვის გუნ­დ­ში აღარ ვი­თა­მა­შე­ბო.

მა­ში­ნაც და ახ­ლაც ქეც­ბა­ი­ას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და მაქვს. მას ავუხ­სე­ნი - ფეხ­ბურ­თე­ლი ხარ და ასე მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ შენც გახ­დე მწვრთნე­ლი და მე­რე მსგავს რა­ღა­ცებს წა­აწყ­დე-მეთ­ქი. ეს იყო და ეს, არა­ნა­ი­რი სხვა რამ ჩვენ შო­რის არ ყო­ფი­ლა.

- ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლო­ბი­დან ისე გა­და­დე­ქით, ევ­რო 2000-ის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო. ისე გა­მო­ვი­და, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ბო­ლომ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა? ალ­ბათ, არის რა­ღაც-რა­ღა­ც­ე­ბი, რა­ზეც მწვრთნელ­მა თვა­ლი უნ­და და­ხუ­ჭოს...
- არის მო­მენ­ტი, რო­ცა ფეხ­ბურ­თე­ლებს რა­ღაც არ მო­ე­წო­ნე­ბათ. იმის მომ­ხ­რე არ ვარ, რომ თუ მწვრთნელს მო­თა­მა­შის შეც­ვ­ლა უნ­და, ეს ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გას. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ ვთხოვ­დი, ეთა­მა­შათ და თუ ამას ვერ შეძ­ლებ­დ­ნენ, ან სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე დასხდე­ბოდ­ნენ, ან შევ­ც­ვ­ლი­დი. ალ­ბათ, არ მო­ე­წო­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რო­ცა მივ­ხ­ვდი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მოვ­ნა­ხე, წა­ვე­დი...

- ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში მუ­შა­ო­ბას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?
- ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებს რომ ვწ­ვრთნი­დი, იქ სულ სხვა მიდ­გო­მა და­ვი­ნა­ხე, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ყვე­ლა მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებ­დ­ნენ - რე­ჟი­მით, ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობ­დ­ნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგ­ზეც ისა­ხე­ბო­და. არაერ­თი კარ­გი მატ­ჩი ვი­თა­მა­შეთ, ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შან­სიც კი გვქონ­და, პო­ლო­ნეთ­თან სტუმ­რად რომ მოგ­ვე­გო; ან­გა­რი­შიც მიგ­ვ­ყავ­და, თუმ­ცა მატ­ჩი 2:2 დას­რულ­და...

- რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ ნაკ­რებ­ში გა­მო­ნა­ხა მწ­ვრ­თნ­ე­ლ­მა სა­ერ­თო ენა ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან? ფაქ­ტია, მწვრთნე­ლი და რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი ერ­თ­მა­ნეთს ღი­ად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ნაკ­რე­ბის გარ­შე­მო არცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მ­ნა. რა უნ­და იყოს ამ ყვე­ლაფ­რის ლო­გი­კუ­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბა?
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ ნაკ­რებ­ში ვერ ვხე­დავ ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლებს, რა­ღაც პი­რო­ბე­ბი რომ წა­უ­ყე­ნონ მწვრთნელს. რო­ცა მე ვწვრთნი­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს, მა­შინ გუნ­დ­ში ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ გი­ორ­გი ქინ­ქ­ლა­ძე, თე­მურ ქეც­ბაია, შო­თა არ­ვე­ლა­ძე, კა­ხა ცხა­და­ძე... ანუ ისე­თი მო­თა­მა­შე­ე­ბი, რა­ღაც პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა რომ შე­ეძ­ლოთ.

ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქეც­ბა­ი­ას ად­გი­ლას რომ ვი­ყო, ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მო­ტი­ვით პოს­ტი­დან არ გა­დავ­დ­გე­ბო­დი.

- ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის არ არის, ის ყვე­ლა­სია და შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­საც მო­ეთხო­ვე­ბა...
- თუ ფე­დე­რა­ცია უკ­მა­ყო­ფი­ლოა ნაკ­რე­ბის შე­დე­გით, და­უ­ძა­ხოს მწვრთნელს და და­ე­ლა­პა­რა­კოს, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დით გა­დაჭ­რას სა­კითხი - ან მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­დოს ქეც­ბა­ი­ას, ან აუხ­ს­ნას, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლოა მი­სი მუ­შა­ო­ბით და მო­ე­ლა­პა­რა­კოს კონ­ტ­რაქ­ტის გაწყ­ვე­ტა­ზე.

ძა­ლი­ან მიკ­ვირს და არ მეს­მის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის, ეს ორ­გა­ნო ხომ ვალ­დე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ფ­ლიქ­ტი მო­აგ­ვა­როს ნაკ­რებ­ში.

ისი­ცაა - რო­ცა ქეც­ბაია სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს, თით­ქოს მარ­ტოა, ფე­დე­რა­ცია გვერ­დ­ში არ უდ­გას. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს.

- მახ­სოვს, რო­ცა კლა­უს ტოპ­მი­ო­ლე­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, ერთ-ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლის და­ბა­დე­ბის დღე სა­ნაკ­რე­ბო შეკ­რე­ბას და­ემ­თხ­ვა და გუნ­დი იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში წა­იყ­ვა­ნა სა­ვახ­შ­მოდ. ასე­თი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არას­დ­როს გიც­დი­ათ სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო კა­რი­ე­რა­ში?
- ალ­ბათ, იცით, რომ ან­გელ იორ­და­ნეს­კუ ჩე­მი მე­გო­ბა­რია. ის მი­მარ­თავ­და ასეთ მე­თოდს: ვარ­ჯი­შის წინ ეტყო­და ფეხ­ბურ­თე­ლებს - არ გვინ­და ამ­დე­ნი ვარ­ჯი­ში და სად­მე ბუ­ნე­ბა­ში გა­ვი­სე­ირ­ნო­თო. ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია.

- ფე­დე­რა­ცია გა­აკ­რი­ტი­კეთ, თუმ­ცა ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მაა, რა­საც მხო­ლოდ ფე­დე­რა­ცია ვერ მო­აგ­ვა­რებს, თუნ­დაც ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­დან რა გა­მო­სა­ვალს ხე­დავთ?
- არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენს კლუ­ბებს მი­ე­ხე­დოს.

- კონ­კ­რე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხ­მობთ?
- ამას მა­შინ გა­ი­გებთ, რო­ცა ამის დრო დად­გე­ბა. რამ­დენ­ჯე­რაც რა­ღაც ვთქვი, სხვებ­მა ისე გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ მად­ლო­ბაც არ უთ­ქ­ვამთ. ამ სა­კითხის გა­დაჭ­რას ბევ­რი და სწო­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, თო­რემ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ხალ­ხი ფეხ­ბურ­თით სუნ­თ­ქავ­და.

- ფაქ­ტია, ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი არ გა­მოთ­ქ­ვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ფეხ­ბურ­თის უმაღ­ლეს ხე­ლი­სუ­ფალ­თა მუ­შა­ო­ბით...
- ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ერთ-ერთ ბო­ლო ყრი­ლო­ბა­ზე ამო­ი­ღეს ის პუნ­ქ­ტი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტებს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მო­ეთხო­ვათ. ამა­შია საქ­მე...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფინანსების მოზიდვა შესაძლებელიაო - ვეთანხმები! უფრო მეტიც, საქართველოში ფეხბურთის მომგებიან სფეროდ გადაქცევა არის შესაძლებელი.
guja_kakhadze
13:34 21-12-2013
0
აი, ეგაა განსხვავება ჰოლანდიელ ექსპერტსა და ქართველ ჯურნალისტს შორის: ქართველი ჟურნალისტი რიგითი გულშემატკივრის დონეზე ერკვევა ფეხბურთში და მარტო ხარიხას და საგოლე პასს ხედავს. არადა, თამაში 90 წუთის განმავლობაში ევალება ფეხბურთელს დაცვაშიც და შეტევაშიც, ბურთითაც და უბურთოთაც, მარა მაგის შეფასებას ცოდნა უნდა, რაც აქვს ექსპერტს და არა აქვს ქართველ ჟურნალისტს. ამიტომაც, ამის იქით ვერ მიდიან: გოლი შეაგდო, შტანგას გაარტყა, ორი კაცი მოატყუა...
ამ დონეზეა სამწუხაროდ, მწვრთნელთა უმეტესობაც დაშესაბამისად, გულშემატკივარიც :(
dudu
13:44 21-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული