26 დეკემბერს, ოფიციალურ მიღება-საღამოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებს.
GFF Awards 2013 უკვე ტრადიციულ, ოფიციალურ ფორმატში გაიმართება. დაჯილდოებასთან ერთად, სფფ განვლილ წელსაც შეაჯამებს.
წლის მთავარი ნომინაციები კი შემდეგია:
ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი
საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
სპეციალური ანკეტების მეშვეობით, სფფ-მ გამოკითხვა უკვე დაასრულა. საუკეთესოები გამოავლინეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა.
ღონისძიებას
გამარჯვებულები და ნომინანტები სფფ-ისგან სპეციალურ ჯილდოებსა და საჩუქრებს მიიღებენ.
წყარო: gff.ge