თბილისის "დინამო" ანტალიაში, სავარაუდოდ, "ჩერნომორეცსა" და "ჰაიდუკს" ეთამაშება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში გამართეს. 13 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 15 იანვრიდან სეზონისთვის სრულფასოვანი მზადების პროცესიც დაიწყება.

გუნდის ლეგიონერები გუნდს 16 იანვარს შეუერთდებიან. 27 იანვრამდე გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

25 იანვარს 2014 წლის პირველი სპარინგიც იგეგმება. მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება. 27 იანვრიდან 11 თებერვლამდე "დინამო" შეკრებას ანტალიაში გაივლის.

თურქულ შეკრებაზე გუნდი 5 შეხვედრას გამართავს. სავარაუდოდ, "დინამოს" მეტოქეები იქნებიან: ოდესის "ჩერნომორეცი", სპლიტის "ჰაიდუკი", ჩეხეთის "მლადა ბოლესლავი" და პოლონური "პოდბესკიძიე".
მეხუთე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე გორგიაშვილი: "დინამოში" მისვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა

თბილისის "დინამოს" 6 ახალი ფეხბურთელი ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული