თორნიკე კლუბში გადმოსვლამდე "ზესტაფონში" ასპარეზობდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში.
უკანასკნელ პერიოდში მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად იწვევენ.
"ფეხბურთის თამაში "ზესტაფონში" დავიწყე, იქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალად. გული მწყდება, ასე არასასიამოვნოდ რომ დავშორდით მე და ჩემი ყოფილი კლუბი.
გულშემატკივრებთან, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ამ გუნდს მუდამ ვუგულშემატკივრებ.
"დინამოში" გადმოსვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე და მოხარული ვარ, რომ "დინამოს" მაისურით მომიწევს თამაში. მადლობა მინდა
საკმაო პერიოდი გამიცდა და სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვარ, თუმცა იმედი მაქვს, "დინამოში" თავის დამკვიდრებას შევძლებ და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები.
საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩავატარე და იმედი მაქვს, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც შევძლებ", - თქვა გორგიაშვილმა.
წყარო: fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" 6 ახალი ფეხბურთელი ჰყავს
დინამოში მოგიწევს დამტკიცება რომ საქართველოში ერთ ერთი მაგარი ფეხბურთელი ხარ. წარმატებები
фильтруй базар!!!