ამ გუნდში მიდის "დილას" მეკარე ნუკრი რევიშვილიც.
"დიახ, მიწვევა მაქვს და სიამოვნებითაც წავალ. მთავარია, ვიზა დროულად ავიღო.
არავინ თქვას, რატომ მიდიანო. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში ისეთი მდგომარეობაა, წასვლა მირჩევნია", - თქვა მაისურაძემ.
"ვალეტა" მალტის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. კლუბი ქვეყნის ჩემპიონი 21-ჯერ გამხდარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"