თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე და კომპანია პირდაპირ გვაოცებენ. როგორც ცნობილია, 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივი" ჩაიბარა, ეს კი ელიტრაუნდში გასული მისი ნაკრების საბაზო გუნდია.

მაისურაძეს 18-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ეხმარება.

"ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ძალიან გაგვახარა - "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

კატალონიური კლუბის ვებგვერდი წერდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორდი ვინიალსმა "ბარსელონას" ჟუვენილ A-ს, B-სა და კადეტთა გუნდის მოთამაშეები გასინჯა. ის გახარებული იყო იმით, რომ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექს
გრიმალდო, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

...მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს საფიქრალი. "ბარსელონასთან" მშვენივრად ითამაშა მეკარე ბაჩო მიქავამ, რომელმაც რამდენჯერმე გააუვნებელყო კატალონიელთა სახიფათო მცდელობა. პატარა "ბარსა" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა "ლოკომოტივს", რომელიც ორგანიზებულად და გააზრებულად მოქმედებდა.

მეორე ტაიმი 4 წუთის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა "ბარსელონას" საჯარიმოსთან ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - დავით ჯიქია საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა - 0:1, რომელიც საბოლოო ანგარიში გამოდგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაისურაძემ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა: ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი დუმბაძე, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე, ალეკო მზევაშვილი, მამია გავაშელიშვილი, დავით ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, ჯემალ ყანჭაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი გაბაძე, ნიკა წივწივაძე.

"ლოკომოტივი" შეკრებას აგრძელებს. მაისურაძის ბიჭებს მომდევნო შეხვედრა შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" ელით. ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვენც მუდამ გაიხარებული მენახთ ძმებო. VENDETA.
Ermile
16:06 05-02-2014
0
ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება!
kargia
10:32 29-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული