ახალ წელს "ვერცხლის ლიგაც" იწყებს

AutoSharing Option
2 თებერვალს, სპორტკომპლექს "არენა 2"-ზე (ქარიშხალა), ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეგულარული სეზონი, "ვერცხლის ლიგის" VI ტურის შეხვედრებით განახლდება.






14:00 CFCP - VTB ბანკი

15:00 00 Georgian Manganese (ზესტაფონი) - Georgian Manganese (ჭიათურა)

16:00 ქართუ ბანკი - საქართველოს ბანკი

17:00 "ერისთავი - 2" - ნატახტარი - 2

18:00 BP Georgia - "ლილო-1"

აღსანიშნავია, რომ ტური ორი დერბით იქნება გამორჩეული, "საბანკოს" (ქართუ-საქართველოს ბანკი) გარდა, გულშემატკივარს იმერული დერბი ელის, რომელშიც ერთმანეთს "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის და ჭიათურის გუნდები დაუპირისპირდებიან.

Sportall.Ge

ამ ტურის წინ, სატურნირო ცხრილს 10
ქულით "ნატახტარი - 2" ლიდერობს, რომელსაც თითო-თითო ქულით "ლილო-1"-სა და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" მეორე გუნდი ჩამორჩებიან.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ახალი წელი ლიგაში, 26 იანვარს თასის 1/8ფინალური დაპირისპირებებით გაიხსნა, რის შემდეგაც გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომელიც 1/4 ფინალში ითამაშებენ.

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM-ის ორგანიზებით იმართება.

"ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი"

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული