"ვერცხლის ლიგაში" ფავორიტები გამოიკვეთნენ

AutoSharing Option
2 თებერვალს სპორტკომპლექს "არენა 2"-ზე ვერცხლის ლიგის VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და "ვი თი ბი ბანკის" გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა.

"ბანკირებმა", რომლებსაც დისკვალიფიკაციამოხდილი ლიდერები დაუბრუნდნენ, მთელი მატჩი უპირატესობით ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს, ანგარიშით 1:5.

რაც შეეხება მათ მეტოქეს, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამოდენიმე ფეხბურთელის დამატების მიუხედავად, ძირითადი შემადგენლობის ორი წევრის დანაკლისმა და შეთამაშების პრობლემამ მათ თამაშს საგრძნობი დაღი დაასვა და ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმეს შეხვედრა.

Sportall.Ge

დღე წინასწარ დაანონსებული იმერული დერბით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის და ჭიათურის
გუნდები დაუპირისპირდნენ. ჭიათურელთა ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, მარგველებმა საგრძნობი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს კიდეც, თუმცა ზესტაფონელთა რიგებში უკვე მერამდენედ იჩინა თავი მომენტების რეალიზაციის პრობლემამ. საბოლოოდ კი მძიმე ბრძოლაში გამარჯვება ჭიათურამ მოიპოვა - 4:2.

კიდევ ერთი დერბი, ამჯერად "საბანკო", გაიმართა "ქართუ ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" გუნდებს შორის. აუტსაიდერად მიჩნეულმა "ქართუმ" კოლეგებს ვერაფერი დაუპირისპირა და 2:4 დათმო. ამ წაგების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა "ქართუელებს" რეალურ შანსს უტოვებს, პლეი-ოფისთვის იბრძოლონ. რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" გუნდს, ისინი საპლეიოფო ზონაში მყარად არიან დამკვიდრებულნი.

Sportall.Ge

მოლოდინისამებრ, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა ტრადიციული მეტოქეების, "ნატახტარისა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" დაპირისპირება, რომლებიც ვერცხლის ლიგაში მეორე გუნდებით ასპარეზობენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში "იურისტებმა" გახსნეს. საჯარიმო დარტყმით თავი ოთარ მგელაძემ გამოიჩინა. ანგარიშის გათანაბრება "ნატახტარის" ფეხბურთელებმა ტაიმის ბოლო წუთზე, ბექა აფაქიძის გოლის წყალობით მოახერხეს.

Sportall.Ge

მეორე გოლი "იურისტების" კარში მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გავიდა. გოლი "ნატახტარის" კაპიტნის, გიორგი სეფერთელაძის ანგარიშზეა.

დარჩენილი დრო საკმაოდ მაღალ ტემპში და დაძაბულად წარიმართა. "ერისთავმა" ჯერ 31-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, გოლი ირაკლი კუჭავამ გაიტანა; ხოლო ბოლო წუთზე მათ მეტოქეს "ვალი დაუბრუნეს" და ამჯერად კახა კუჭავამ შეძლო საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 3:2.

აღნიშნული წაგება მიმდინარე სეზონში პირველია "ნატახტარისთვის".

სათამაშო დღე "ლილო 1"-სა და "ბი პი ჯორჯიას" გუნდების შეხვედრით დასრულდა. მე-4 წუთზე დაწინაურება "მენავთობეებმა" მოახერხეს. გათამაშებული კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გიგი მალაშხიამ დაასრულა, რის შემდეგაც "მებაჟეებმა" მეტოქის მეკარისგან "საჩუქარი მიიღეს" და ანგარიშის გათანაბრების შანსიც არ გაუშვეს ხელიდან - გოლი თორნიკე კირკიტაძის ანგარიშზეა. ორიოდ წუთში უკვე გიორგი კვინიკაძის შორეული დარტყმულის წინაშე აღმოჩნდა "ბი პი"-ს კიპერი უძლური - 1:2. მეორე ნახევარში "ლილომ" კიდევ ორჯერ შეძლო გატანა, თავი გიორგი ლეჟავამ და თემურ ბასილაშვილმა გამოიჩინეს. საბოლოოდ 4:1 "ლილო-1"-ის სასარგებლოდ.

ამ ტურის შემდეგ 15-15 ქულით სატურნირო ცხრილს "ლილო-1" და "ერისთავი-2" ლიდერობენ. მათ 2 ქულით ჩამორჩება "ნატახტარი", ხოლო "საქართველოს ბანკის" გუნდი 10 ქულით მეოთხეა.

"ვერცხლის ლიგის" მომდევნო ტურის შეხვედრები 9 თებერვალს გაიმართება.

ბომბარდირები
მიხეილ წეველიძე (ნატახტარი-2) - 12 გოლი;
გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი-2) - 8 გოლი;
მანუჩარ მუმლაძე (GM-ზესტაფონი), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი),
თორნიკე კირკიტაძე (ლილო-1) - 7 გოლი;
დავით ბეტეევი (ლილო-1) - 6 გოლი;
თემურ ბასილაშვილი (ლილო-1), გიორგი ლეჟავა (ლილო-1), კახა კუჭავა (ერისთავი-2), ალექსანდრე ხოჭოლავა (BP) - 5 გოლი;


02.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. VI ტური.

სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) - ვი თი ბი ბანკი 1 - 5
გოლები: 6წთ, ვ. მაჭავარიანი (0-1), 15წთ, სულაძე (0-2), 26წთ, საღირაშვილი (0-3), 36წთ, დარსალია (0-4), 39წთ, ჯობავა (0-5), 39წთ, ხომასურიძე (1-5)

CFCP: 1. გიორგი გვენეტაძე, 5. ლუკა ხომასურიძე, 3. თორნიკე ფურცელაძე, 13. გიორგი ნიკოლაშვილი, 20. გიორგი ალავიძე, 23. მიხეილ მიქაშავიძე.
სათადარიგოები: 8. ნუკრი ხითარიშვილი, 6. მიხეილ სიჭინავა, მიხეილ ავეტისოვი

ვი თი ბი: 26. ნიკოლოზ კავთიაშვილი, 2. ნოდარ მაჭავარიანი, 6. ლაშა ხაინდრავა,10. ვალერიან მაჭავარიანი, 9. გიორგი სულაძე, 71. გოდერძი თევზაძე.
სათადარიგოები: 4. თორნიკე დარსალია, 5. ვალერიან საღირაშვილი, 8. გიორგი ჯობავა, 11. მიხეილ ბუხრიკიძე, 16. გიორგი ჩიღოშვილი, 96. დავით აბეჩხრიშვილი.

GM-ზესტაფონი - GM-ჭიათურა 2 - 4
გოლები: 6წთ,ზ.მანჯავიძე(1-0), 7წთ,დ.შეყილაძე(1-1), 11წთ,კიკვიძე(1-2), 14წთ, გოგიბერაშვილი (1-3), 28წთ, გ.მანჯავიძე (2-3), 38წთ, ბიწაძე (2-4)

GM-ზესტაფონი: 1. ოთარ მაჭავარიანი, 6.გიორგი გოგლიძე, 4. რამაზ კელენჯერიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 8. ზურაბ მანჯავიძე, 11. გიორგი მანჯავიძე.
სათადარიგოები: 5.გელა ყუბარაძე, 3. მამუკა გაბრიჭიძე, 7. ზვიად ჭანტურიძე, 10. ზაზა შარაბიძე

GM-ჭიათურა:
1. გიორგი ბადურაშვილი, 3. დავით შეყილაძე, 4. გიგა კიკვიძე, 5. გოგა ბიწაძე, 6.დავით რობაქიძე, 10. მიხეილ გოგიბერაშვილი.
სათადარიგოები: 7. გიორგი შუბითიძე, 8. ზურაბ გაფრინდაშვილი, 9. გიორგი იაკობიძე, 11. პაატა შეყილაძე

ქართუ ბანკი - საქართველოს ბანკი 2-4
გოლები: 1წთ, სარიშვილი (0-1), 18წთ, კასრაძე (0-2), 24წთ, ჯოხაძე (0-3), 26წთ, ჩიკვილაძე (1-3), 32წთ, მაჭავარიანი (1-4), 40წთ, ჩიკვილაძე (2-4)

ქართუ ბანკი: 1. დატო ნიკოლაიშვილი, 17.ნოდარ ბაკურაძე, 18. ბექა ხვედელიანი, 9.კობა გოგოლაძე, 13.ნიკა ჩახვაშვილი, 10.გიორგი ჩიკვილაძე.
სათადარიგოები: 7. გურამ მგელაძე, 12. სანდრო ძაგნიძე, 8. ლაშა ხაჭაპურიძე, 5. რეზო ჯარაშნელი

საქართველოს ბანკი:
1.დავით ჩუბინიძე, 5.ვახტანგ სირაძე, 77.ლაშა ჯოხაძე, 10. გიორგი მაჭავარიანი, 11.ლევან სარიშვილი, 13.კორნელი ივანიაძე.
სათადარიგოები: 4.სულხან გვალია, 21.გიორგი კასრაძე, 14.უჩა გოგიტიძე, 7.ნოდარ დარახველიძე, 23.დავით ხუციშვილი

ერისთავის იურიდიული ჯგუფი-2 - ნატახტარი-2 3 - 2
გოლები: 15წთ, მგელაძე (1-0), 20წთ, აფაქიძე (1-1), 21წთ, სეფერთელაძე (1-2), 31წთ, ი.კუჭავა (2-2), 40წთ, კ.კუჭავა (3-2)

ერისთავი-2: 22.ალექსი ჯავახიშვილი, 9.ირაკლი კუჭავა, 2.ოთარ მგელაძე, 3. გია ნინოშვილი, 10.გიორგი წიკლაური, 6.ანრი ტაბატაძე. სათადარიგოები: 11.კახა კუჭავა, 19.რევაზ ბერიძე, 8.ბექა გიგაური

ნატახტარი-2: 16.ნოდარ სიხარულიძე, 14.გიორგი მშვიდობაძე, 4.იაგო კაპანაძე, 10.გიორგი სეფერთელაძე, 8.კახა გოგოხია, 9.ლევან ღარიბაშვილი. სათადარიგოები: 13.კახა ხამხაძე, 17.ზურა ჩიტიშვილი, 77.ბექა აფაქიძე, 12.გია გონგაძე, 7.ერეკლე შერმადინი

BP GEORGIA - ლილო-1 1- 4
გოლები: 4წთ, მალაშხია (1-0), 6წთ, კირკიტაძე (1-1), 8წთ, კვინიკაძე (1-2), 28წთ, ლეჟავა (1-3), 29წთ, ბასილაშვილი (1-4)

BP-GEORGIA: 77.ნიკა ბუდაღაშვილი, 5.ზვიად კუჭუაშვილი, 8.უჩა ხმალაძე, 10.დავით გულარიძე, 11.ზვიად გობეჯიშვილი, 13.გიგი მალაშხია.
სათადარიგოები: 3. გიორგი გურეშიძე, 50.გელა ცქიტიშვილი, 9. მინდია გაბლაია, 1.დავით ხარაძე

ლილო-1: 22.ვალერი ალასანია, 10.დავით ბეტეევი, 13.თემურ ბასილაშვილი, 4.გიორგი კვინიკაძე, 3.თენგიზ ჭაფანძე, 5.თორნიკე კირკიტაძე.
სათადარიგოები: 8.თენგიზ კოდიაშვილი, 6.გიორგი ლეჟავა, 1.ვალერი ტიტოვი, 9.გიორგი მახარაშვილი

Sportall.Ge

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM-ის ორგანიზებით იმართება.

"ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული