14:00 VTB ბანკი- ქართუ ბანკი
15:00 Georgian Manganese (ზესტაფონი) - BP Georgia
16:00 Georgian Manganese (ჭიათურა) - "ერისთავი-2"
17:00 "ნატახტარი-2" - საქართველოს ბანკი
18:00 "ლილო 1" - CFCP
ტური მორიგი "საბანკო" დერბით გაიხსნება, რომელშიც ერთმანეთს "ვი თი ბი"-სა და "ქართუს" გუნდები დაუპირისპირდებიან.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტი "ვი თი ბი"-ა, რომელიც ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც რეგულარულ სეზონში წაგება არ აქვს.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ერთ-ერთი ლიდერის, "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" მეორე
შედარებით იოლი მატჩი ელის კიდევ ერთ ფავორიტს, "ლილო 1"-ის გუნდს, რომელიც სათამაშო დღის ბოლო შეხვედრას "სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გუნდთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურის წინ სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა, 15-15 ქულით პირველ-მეორე ადგილებს "ლილო 1" და "ერისთავი-2" იყოფენ. მათ ორი ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, მესამე პოზიციაზე იმყოფება "ნატახტარი-2", რომელიც ამ ტურში უახლოეს მდევარს, "საქართველოს ბანკის" გუნდს დაუპირისპირდება.
ბომბარდირები:
მიხეილ წეველიძე (ნატახტარი-2) - 12 გოლი;გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი-2) - 8 გოლი;
მანუჩარ მუმლაძე (GM-ზესტაფონი), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), თორნიკე კირკიტაძე (ლილო-1) - 7 გოლი;
დავით ბეტეევი (ლილო-1) - 6 გოლი;
თემურ ბასილაშვილი (ლილო-1), გიორგი ლეჟავა (ლილო-1), კახა კუჭავა (ერისთავი-2), ალექსანდრე ხოჭოლავა (BP) - 5 გოლი;
* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM-ის ორგანიზებით იმართება."ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური