როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი მათ საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ფეხბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობის საშუალებებს და საბავშვო ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივებს.
სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ვეტერანი ფეხბურთელები - მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და აღმასრულებელი მდივანი რევაზ არველაძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
წყარო: interpressnews.ge