ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ხუთ შეხვედრაში 25 ბურთი იქნა გატანილი. სულ კი, შვიდი ტურის ჯამში, "ვერცხლის ლიგის" გუნდების ანგარიშზე 177 შედეგიანი დარტყმაა დაფიქსირებული.
სათამაშო დღე "საბანკო" დერბით გაიხსნა. "ვი თი ბი ბანკმა" "ქართუ" არცთუ იოლ დაპირისპირებაში, 3:0 დაამარცხა და კვლავ რჩება ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა "ბი პი ჯორჯიასა" და "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონის" გუნდების დაპირისპირება. ორივე მათგანი ამ შეხვედრას სერიოზული საკადრო დანაკლისით შეხვდა. ფაქტობრივად, მთელი
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდებს შორის. მატჩის მე-10 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო. გია ნინოშვილის გოლს იმერლებმა მიხეილ გოგიბერაშვილის შედეგიანი დარტყმით უპასუხეს, რის შემდეგაც ჭიათურელთა მეკარის და დაცვის ხაზის შეცდომებს მათ კარში გატანილი ოთხი გოლი მოჰყვა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, ტაიმის მიწურულს ორი ბურთის გაქვითვაა. საბოლოოდ, 5:3 "იურისტების" სასარგებლოდ.
სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო "ნატახტარი-2"-ისა და "საქართველოს ბანკის" დაპირისპირება. ამ ტურის წინ "ბანკირები" 3 ქულით ჩამორჩებოდნენ მესამე ადგილზე მყოფ მეტოქეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ბანკირები" უკმაყოფილებას მსაჯების მისამართით გამოთქვამდნენ, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც. თავად შეხვედრა კი "ნატახტარმა"დამაჯერებლად ჩაატარა და 3:0 იმარჯვა.
ტური "ლილო 1"-ისა და "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. რადგან "მებაჟეების" მთავარ კონკურენტს, "ერისთავის იურიდიულ ჯგუფს" თავისი შეხვედრა მოგებული ჰქონდა, ცხრილში ლიდერობის დასაბრუნებლად, მათაც აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ. პირველი ტაიმი სრულიად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. თუმცა მეორე ნახევარში "ლილო 1"-ის ფეხბურთელებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს, რის პასუხადაც შეხვედრის ბოლოს მხოლოდ ორი გაუშვეს და საბოლოოდ, 4:2 იმარჯვეს.
ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 18-18 ქულით კვლავ "ლილო-1" და "ერისთავი-2" ლიდერობენ. მათ ორი ქულით ჩამორჩება "ნატახტარი", რომელიც, შესაბამისად, მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ბომბარდირები
მიხეილ წეველიძე ("ნატახტარი-2") - 12 გოლი
გიორგი სეფერთელაძე ("ნატახტარი-2") - 9 გოლი
მანუჩარ მუმლაძე ("GM-ზესტაფონი") - 8 გოლი
თემურ ბასილაშვილი, გიორგი ლეჟავა, თორნიკე კირკიტაძე ("ლილო 1"), ლაშა ჯოხაძე ("საქართველოს ბანკი"), კახა კუჭავა ("ერისთავი-2") - 7 გოლი
09.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. VII ტური
ვი-თი-ბი ბანკი - ქართუ ბანკი 3:0
გოლები: 4 წთ, საღირაშვილი (1:0), 32 წთ, ხაინდრავა (2:0), 40 წთ, ბუსხრიკიძე (3:0)
ვი-თი-ბი ბანკი: 26. ნიკოლოზ კავთუაშვილი, 2. ნოდარ მაჭავარიანი, 5. ვალერიან საღირაშვილი, 9. გიორგი სულაძე, 10. ვალერიან მაჭავარიანი, 71. გოდერძი თევზაძე.
სათადარიგოები: 6. ლაშა ხაინდრავა, 11. მიხეილ ბუსხრიკიძე, 4. იმედა დარსალია, 8. გიორგი ჯობავა, 96. დავით აბეჩხრიშვილი, 16. გიორგი ჩიღოშვილი
ქართუ ბანკი: 1. დავით ნიკოლეიშვილი, 9. კობა გოგოლაძე, 10. გიორგი ჩიკვილაძე, 13. ნიკა ჩახვაშვილი, 17.ნოდარ ბაკურაძე, 18. ბექა ხვედელიანი.
სათადარიგოები: 5. რეზო ჯარაშნელი, 7. გურამ მგელაძე, 8. ლაშა ხაჭაპურიძე, 12. სანდრო ძაგნიძე
GM-ზესტაფონი - BP GEORGIA 2:3
გოლები: 2 წთ, გ. მანჯავიძე (1:0), 23 წთ, კუჭუაშვილი (1:1), 24 წთ, მუმლაძე (2:1), 39 წთ, გულარიძე (2:2), 40 წთ, მალაშხია (2:3)
GM-ზესტაფონი: 1. ოთარ მაჭავარიანი, 3. მამუკა გაბრიჭიძე, 5. გელა ყუბარაძე, 8. ზურაბ მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 11. გიორგი მანჯავიძე.
სათადარიგოები:2. აჩიკო ქათამაძე, 10. ზაზა შარაბიძე
BP GEORGIA: 77. ნიკა ბუდაღაშვილი, 3. გიორგი გურეშიძე, 4. რეზო ლორთქიფანიძე, 5. ზვიად კუჭუაშვილი, 10. დავით გულარიძე, 13. გიგი მალაშხია.
სათადარიგოები: 1. დავით ხარაძე, 9. მინდია გაბლაია, 50. გელა ცქიტიშვილი
GM-ჭიათურა - ერისთავის იურიდიული ჯგუფი-2 3:5
გოლები: 6 წთ, ნინოშვილი (0:1), 10 წთ, გოგიბერაშვილი (1:1), 18 წთ, ტაბატაძე (1:2), 21 წთ, კ. კუჭავა (1:3), 25 წთ, კ. კუჭავა (1:4), 30 წთ, ტაბატაძე (1:5), 36 წთ, გაფრინდაშვილი (2:5), 36 წთ, რობაქიძე (3:5)
GM-ჭიათურა: 1. გიორგი ბადურაშვილი, 3. დათო შეყილაძე, 4. გიგა კიკვიძე, 5. გოგა ბიწაძე, 6. დათო რობაქიძე, 10. მიხეილ გოგიბერაშვილი.
სათადარიგოები: 7. გიორგი შუბითიძე, 8. ზურაბ გაფრინდაშვილი, 11. პაატა შეყილაძე
ერისთავი-2: 22. ალექს ჯავახიშვილი, 3. გია ნინოშვილი, 6. ანრი ტაბატაძე, 9. ირაკლი კუჭავა, 11. კახა კუჭავა.
სათადარიგოები: 8. ბექა გიგაური, 19. რეზო ბერიძე
ნატახტარი-2 - საქართველოს ბანკი 3:0
გოლები: 10 წთ, სეფერთელაძე (1:0), 27 წთ, მშვიდობაძე (2:0), 35 წთ, გოგოხია (3:0)
ნატახტარი-2: 1. გია გონგაძე, 13. კახა ხამხაძე, 4. იაგო კაპანაძე, 8. კახა გოგოხია, 10. გიორგი სეფერთელაძე, 14. გიორგი მშვიდობაძე.
სათადარიგოები: 9. ლევან ღარიბაშვილი, 17. ზურა ჩიტიშვილი, 77. ბექა აფაქიძე
საქართველოს ბანკი: 99. ირაკლი მიქაუტაძე, 10. გიორგი ცაგარეიშვილი, 13. კორნელი ივანიაძე, 11. ლევან სარიშვილი, 4. სულხან გვალია, 14. უჩა გოგიტიძე.
სათადარიგოები: 7. ნოდარ დარახველიძე, 77. ლაშა ჯოხაძე, 21. გიორგი კასრაძე, 6. გიორგი ჯაკობია, 1. დავით ჩუბინიძე, 3. არჩილ უჯმაჯურიძე
ლილო-1 - CFCP 4:2
გოლები: 22 წთ, ბასილაშვილი (1:0), 26 წთ, ბასილაშვილი (2:0), 28 წთ, ლეჟავა (3:0), 34 წთ, ლეჟავა (4:0), 37 წთ, ალავიძე (4:1), 40 წთ, ხომასურიძე (4:2)
ლილო-1: 22. ვალერი ალასანია, 3. თენგიზ ჭაფანძე, 5. თორნიკე კირკიტაძე, 13. თემურ ბასილაშვილი, 10. დავით ბეტეევი, 6. გიორგი ლეჟავა.
სათადარიგოები: 9. გიორგი მახარაშვილი, 4. გიორგი კვინიკაძე, 8. თენგიზ კოდიაშვილი, 7. ლექსო ჯეირანაშვილი, 1. ვალერი ტიტოვი
CFCP: 1. დავით ბაქრაძე, 20. გიორგი ალავიძე, 5. ირაკლი ხელაძე, 13. გიორგი ნიკოლაიშვილი, 3. თორნიკე ფურცელაძე, 90. ლუკა ხომასურიძე.
სათადარიგოები: 6. მიხეილ ავეტისოვი, 8. ნუკრი ხითარიშვილი
* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM-ის ორგანიზებით იმართება."ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური